28 ოქტომბერს საქართველოს ცნობილი ინგლისური ბენდი The Brand New Heavies ეწვევა. ლეგენდარული ჯგუფი კონცერტს „რესპუბლიკის” სცენაზე გამართავს და ისეთ ჰიტებს შეასრულებს, როგორებიცაა Dream On Dreamer, Back To Love, Midnight At The Oasis, Sometimes და სხვები.
The Brand New Heavies 1985 წელს ლონდონში ჩამოყალიბდა. ბენდის დამფუძნებლები არიან მუსიკოსები საიმონ ბართოლომიუ და ენდრიუ ლივი, რომლებიც დაარსებიდან დღემდე ჯგუფის მთავარი წევრები არიან. Მათ მოღვაწეობა დაიწყეს, როგორც ინსტრუმენტული ეისიდ-ჯაზ ბენდი სახელწოდებით Brothers International. Heavies-ის იდეა კი მოგვიანებით ჯეიმს ბრაუნის სინგლიდან გაჩნდა, რომელსაც ეწერა: Minister of New Super Heavy Funk. ასე ჩამოყალიბდა ბენდი The Brand New Heavies, რომელმაც მალევე დაიპყრო ლონდონის საკლუბო სცენა.
ბენდის ანგარიშზეა მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი გაყიდული ალბომი და ათობით ჰიტი. Მათი ალბომები Heavy Rhyme Experience, Vol. 1 და Brother Sister შესულია ბილბორდის 200 ალბომის ჩარტში. ბენდის სიმღერები მუდმივად იკავებდა პოზიციებს დიდი ბრიტანეთის ჩარტების ტოპ 10-ეულში. მათი ჰიტები რამდენჯერმე მოხვდა ბილბორდის Hot 100-სა და R&B/Hip-Hop ჩარტებშიც. ჯგუფი ნომინირებულია Brit Awards-სა და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე.
2018 წლიდან ბენდის დამფუძნებელი წევრები ენდრიუ ლივი და საიმონ ბართოლემიუ ვოკალისტ ანჯელა რიჩისთან გაერთიანდნენ. სწორედ ამ შემადგენლობით ეწვევა The Brand New Heavies საქართველოსაც.
ნახეთ ენდრიუ ლივის მიმართვა ქართველი მსმენელისთვის. დამატებითი ინფორმაცია კონცერტის შესახებ კი იხილეთ ბმულზე.