Nini Iris ამერიკული „ვოისის” რინგის გამარჯვებულია

ქართველმა მომღერალმა რინგის ტურში მეწყვილესთან ერთად Blondie-ს Heart of Glass შეასრულა.

Nini Iris ამერიკული „ვოისის” რინგის ტურის გამარჯვებულია. მან თავისი გუნდის წევრთან სოფია ჰოფმანთან ერთად Blondie-ს Heart of Glass შეასრულა. დუეტმა ჟიურის მხრიდან დიდი ოვაციები დაიმსახურა და მენტორები მათ ფეხზე წამოუდგნენ. „ღმერთო ჩემო, ეს ისეთი კარგი იყო, “ – მიმართა კონკურსანტებს გვენ სტეფანიმ. „ნინი, შენ საოცარი ხარ.” მენტორმა რება მაკენტაირმა კი ორივე გამომსვლელი შეაქო, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში არჩევანს ნინიზე გააკეთებდა. თუმცა საბოლოო სიტყვა გამომსვლელების მენტორს ნაილ ჰორანს ეკუთვნოდა. მისი გადაწყვეტილებით რინგის გამარჯვებული ქართველი მომღერალი გახდა.  

„ნინი ავირჩიე, რადგან მას რაღაც განსაკუთრებული აქვს. ისეთი რამ აქვს, რის გამოც თვალს ვერ მოწყვეტ. მუსიკალურ სამყაროში დიდი სიცარიელეა ისეთი მუსიკოსისთვის, როგორიც ნინია. და ერთადერთი, რაც მას სჭირდება, პირდაპირი გზით სვლაა.” – აღნიშნა ნაილ ჰორანმა ინტერვიუში.

რინგის შემდეგ Nini Iris „ვოისის” სცენაზე უკვე ნოკაუტის ტურში გამოვა. ამ რაუნდში გუნდის წევრები ისევ ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან, თუმცა რინგისგან განსხვავებით, ისინი ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან განსხვავებულ სიმღერებს შეასრულებენ. გამარჯვებულს ისევ გუნდის მენტორი დაასახელებს.

ნახეთ Nini Iris-ის გამოსვლა რინგის ტურში:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართველი პიანისტის მუსიკალური პროექტი Grammy-ის ნომინაციების გრძელ სიაშია წარდგენილი

შემდეგი სტატია

თიკა ბალანჩინი & New One-ის ახალი კომპოზიცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი