თბილისში ბაროკოს ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს

წელს ფესტივალი 20 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნა და 30 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში დასრულდება.

თბილისი უკვე ერთი თვეა, „თბილისის ბაროკო ფესტივალს” მასპინძლობს, რომელსაც „საქართველოს სინფონიეტა” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქის მერიის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით ატარებს. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენებზე მიმდინარეობს. 

„თბილისის ბაროკო ფესტივალი” 2015 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. 9 წლის განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში თბილისს ძველებური მუსიკის მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები და სპეციალისტები სტუმრობდნენ. მათ შორის არიან ჟორდი სავალი, ქრისტინა ბუში, ჟან რონდო, ორკესტრი „ძველი მუსიკის აკადემია“ AKAMUS და სხვები. 

წელს ფესტივალი 20 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში იტალიური ბაროკოს კონცერტით გაიხსნა, რომელშიც „საქართველოს სინფონიეტასთან” ერთად იტალიელი და პოლონელი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. სწორედ ამ კონცერტზე შედგა ბენედეტო მარჩელოს ახლადაღმოჩენილი ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერა. ნაწარმოებები სულ ახლახან იტალიელმა მუსიკოსმა და მკვლევარმა სერჯო აცოლინიმ პრაღის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა და გადაწყვიტა, რომ პირველად ისინი სწორედ „საქართველოს სინფონიეტას” უნდა შეესრულებინა. მისივე გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა ნოემბერში უკვე დისკის სახით გამოვა. 

„თბილისის ბაროკო ფესტივალი” 10 ნოემბრიდან რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გადაინაცვლებს. 10 ნოემბერს შედგება ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის კონცერტი. 15 ნოემბერს აზერბაიჯანელ სტუმრებთან ერთად ფესტივალი საორკესტრო და საოპერო მუსიკის საღამოს უმასპინძლებს. 24 ნოემბერს „საქართველოს სინფონიეტა” ზურა ბალანჩივაძესთან ერთად საბავშვო კონცერტს გამართავს სახელწოდებით „ბაროკო ბავშვებისთვის”. 27 ნოემბერს ფესტივალის სცენა ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთ გამორჩეული კომპოზიტორის გეორგ ფილიპ ტელემანის შემოქმედებას დაეთმობა. 30 ნოემბერს კი დასკვნითი კონცერტი გაიმართება, სადაც „საქართველოს სინფონიეტა” გერმანელ მუსიკოსებთან ქრისტინე ბუშთან და იორგ ჰალუბეკთან ერთად ლეკლერის, ტელემანის, ბახისა და პერსელის ნაწარმოებებს შეასრულებენ. 

გარდა კონცერტებისა, ფესტივალი მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებსაც ითვალისწინებს. ლექციები, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, სხვადასხვა მუზეუმში გაიმართება. 

კონცერტების ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Jay-Z-მ თავისი ქალიშვილის, ბლუ აივის სახელის ინსპირაცია გაამხილა

შემდეგი სტატია

Foo Fighters-ის ჯგუფის წევრები ფილმ Wizard of Oz-ის პერსონაჟების ფორმებში გამოეწყვნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი