Nini Iris „ვოისის” 12 ფინალისტს შორისაა

„ყველას გვინდა, რომ ჩვენს გუნდში იყო,” – უთხრა ქართველ მომღერალს ჯონ ლეჯენდმა.

Nini Iris „ვოისის” კიდევ ერთი ეტაპის გამარჯვებულია. ქართველმა მომღერალმა „პლეიოფის” რაუნდიც წარმატებით გადალახა და იმ 12 კონკურსანტს შორის მოხვდა, რომლებიც უკვე ლაივტურებში მიიღებენ მონაწილეობას. 

ნინი გუშინდელი ეპიზოდის პირველი გამომსვლელი იყო და Bishop Briggs-ის ჰიტი River შეასრულა. სიმღერის დასრულებისას ჯონ ლეჯენდი, გვენ სტეფანი და ნაილ ჰორანი, ტრადიციულად, ფეხზე წამოდგნენ.

ქართველი კონკურსანტის შეფასება გვენ სტეფანიმ დაიწყო: „ვაუ! შენი ხმით ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. მაგრამ ამავდროულად ძალიან გემოვნებიანი ხარ. არასდროს აკეთებ გადაჭარბებულად. ძალიან ნიჭიერი ხარ. ისეთი ინტუიცია გაქვს საკუთარი თავის და ეს ზუსტად ის არის, რაც ჩვენ გვინდა.”

ჯონ ლეჯენდმა კი აღნიშნა: „ყოველ კვირას გვაჩვენებ, რომ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ. გულწრფელად გაოცებული ვარ შენით. ყველას გვინდა, რომ ჩვენს გუნდში იყო.”

საბოლოოდ ნინი მისმა მწვრთნელმა ნაილ ჰორანმა შეაფასა: „ყოველი შენი აქ გამოსვლა უფრო და უფრო უკეთესია. ნოტები, რომლებსაც შენ იღებ, უფრო და უფრო ძლიერი ხდება და ესაა, რაც ამ ინდუსტრიაში გვაკლია. ბევრი მაგალითი არ გვაქვს იმ მუსიკოსებისა, რომლებსაც ასეთი კონტროლი აქვთ საკუთარ თავზე და ასეთი უნიკალურობა, როგორიც შენ. მუდმივად გაოცებული ვრჩები შენით.”

„პლეიოფის” ტურში თითოეულ მწვრთნელს თავისი გუნდის 6 წევრიდან 3 მათგანი უნდა აერჩია, რომლებიც მაყურებლის წინაშე ლაივტურებში წარდგებიან. ნაილ ჰორანმა თავის ფინალურ სამეულში სწორედ ნინი დაასახელა. პირველი ლაივტური 4 დეკემბერს შედგება, სადაც უკვე მაყურებელთა ხმები გადაწყვეტს, თუ ვინ გადავა ნახევარ-ფინალში. 

ნახეთ Nini Iris-ის გამოსვლა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვინ არის Billboard Music Awards-ის ყველა დროის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი არტისტი?

შემდეგი სტატია

ნიკო ნერგაძის რჩეული მუსიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი