7 დეკემბერს 4D MONSTER LOBSTERS-ის კონცერტი Billboard Georgia Stage-ზე 

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში გამართულ კონცერტზე მოისმენთ როგორც ბენდის უკვე კარგად ნაცნობ ჰიტებს, ასევე ცოცხალი შესრულებით პირველად გაჟღერდება მათი ახალი სიმღერებიც.

7 დეკემბერს „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“, Billboard Georgia Stage-ზე მსმენელის წინაშე ჯგუფი –  4D MONSTER LOBSTERS წარდგება. 4D MONSTER LOBSTERS ჟანრობრივად ფსიქოდელიურ ელექტრო პოპად არის განსაზღვრული. თუმცა, რეალობაში ბენდის ჟღერადობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ რთულია, რომელიმე მიმდინარეობას მიაკუთვნო

4D MONSTER LOBSTERS 2019 წელს დაარსდა, როცა ბენდი Tbilisi Open Air-ის კონკურსის Newcomers-ის გამარჯვებული გახდა. ჯგუფს ამ დროისათვის ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული: Solitary Days of Alien Abduction (2020) და ERTOBA & GARTOBA(2021). ბენდი ამჟამად სამი წევრისაგან შედგება – ბექა თევდორაშვილი (ფრონტმენი), სანდრო ფაილოძე (ბას გიტარა, ბექვოკალი), გიგი სარჯველაძე (გიტარა). 

ამ დრომდე ჯგუფი არაერთი მუსიკალური ფესტივალის სცენაზე ვიხილეთ. 4D MONSTER LOBSTERS-ის ლაივები, ენერგეტიკული შესრულებით და ხალხმრავალ აუდიტორიასთან ინტერაქციით გამოირჩევა. Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში გამართულ კონცერტზე მოისმენთ როგორც ბენდის უკვე კარგად ნაცნობ ჰიტებს, ასევე ცოცხალი შესრულებით პირველად გაჟღერდება მათი ახალი სიმღერებიც.

4D MONSTER LOBSTERS: 

„ლაივამდე ჩვენი ახალი EP გამოვა, საიდანაც რამდენიმე სიმღერას შევასრულებთ. ველოდებით ჩვენს მსმენელს „რესპუბლიკაში“, Billboard Georgia Stage-ის კონცერტზე.“

Billboard Georgia Stage – ეს არის Live კონცერტების სერია, რომელიც Club Iveria-ს, Republic-ის, „სილკნეტის“ და Silk Hospitality-ის მხარდაჭერით იმართება და მსმენელს მუსიკალურად მრავალფეროვან, შთამბეჭდავ საღამოებს ჰპირდება. Billboard Georgia Stage-ის სერია 21 ნოემბერს გრემის მფლობელი მუსიკოსის, კორი ჰენრის კონცერტით გაიხსნა. 

რაც შეეხება 4D MONSTER LOBSTERS-ის დაანონსებულ კონცერტს, მუსიკალური საღამოს შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ბმულს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიზი გოზალიშვილი

ლიზი გოზალიშვილი გერმანულ The Voice-ს ტოვებს

შემდეგი სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი

მცენარეების მუსიკა  –  Pflanzenmusik – ინტერდისციპლინური ვორქშოპი გოეთეს ინსტიტუტში 

ვორქშოპი, რომელსაც ლევან შანშიაშვილი უხელმძღვანელებს, ბიოლოგიის, ტექნოლოგიისა და ხელოვნების სფეროებს მოიცავს.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი

პროდიუსერი ტოდ რანდგრენი ტეილორ სვიფტს აკრიტიკებს: „მედიდურობის აპოთეოზი”

ეს არ არის მის მიერ სვიფტის კრიტიკის პირველი შემთხვევა. მსგავსი კომენტარები პროდიუსერმა 2022 წელსაც გააკეთა.
მეტი