ლიზი გოზალიშვილი გერმანულ The Voice-ს ტოვებს

„პროექტი ჩემთვის დასრულდა, თუმცა ეს ასეა: ეს არის კონკურსი და იმარჯვებს მხოლოდ ერთი” – ლიზი გოზალიშვილი
ლიზი გოზალიშვილი
ლიზი გოზალიშვილი

ქართველი მუსიკოსი ლიზი გოზალიშვილი, 25 ნოემბერს გერმანულ  Voice-ს გამოეთიშა. გერმანული Voice-ის ისტორიაში პირველად, მუსიკალური პროექტის მესამე რაუნდში კონკურსანტის ბედს, დარბაზში მყოფი მაყურებელი წყვეტდა. ხმათა უმრავლესობით კი ლიზიმ პროექტი დატოვა.

ლიზი გოზალიშვილი: 

„სრულიად ახალი წესები იყო, ასეთი რაუნდი საერთოდ ახალია, მგონი საერთოდ ვოისში არ ყოფილა, არათუ გერმანულ ვოისში. ზოგადად მესამე ეტაპზე გუნდში მიმდინარეობს ბრძოლა და ახლა ისე მოხდა, რომ ყველა ყველას წინააღმდეგ იყო და თან კონკრეტული ერთგვარი კვოტა არ იყო. შეიძლება ისე მომხდარიყო რომ მწვრთნელი გუნდის გარეშე დარჩენილიყო თუ რაღაცას სწორად ვერ გათვლის.

ემოციურია ცხადია, არ გამხარებია, რომ გამოვვარდი, არ იყო სასიამოვნო და გულიც დამწყდა, თუმცა კონკურსია და პროექტია, და მე ამიტომაც მიყვარს შოუ, რადგან არასდროს არ იცი რა მოხდება და მოულოდნელობებით არის სავსე. თუმცა ამ მოულოდნელობას და სტრესსაც თავისი აზარტი აქვს, შესაბამისად ვიცოდი რომ ერთ დღესაც, შეიძლება ნებისმიერ წუთს დამდგარიყო ის დრო, რომ მე ამ პროექტს დავტოვებდი. ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტად კარგი რაღაც მოხდა, გერმანული ვოისში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ სამწუხაროა, რომ დავტოვე. პლუს ამას ჩემმა მწვრთნელმა მითხრა, ჩანაწერში არ ჩანს სამწუხაროდ ეს მომენტი, მაგრამ ბოლოს მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა ერთი სიტყვა – გრძელდება! და ეს რაღაც ერთგვარი მოტივაცია, იყო. მორჩა მაგრამ ზოგადად ხომ გრძელდება. ცხადია არც არასდროს მიფიქრია იმაზე რომ აქ თუ დამთავრდება საერთოდ დამთავრება რამე. ეს კარგი და სასიამოვნო ჟესტი იყო მისგან. ზოგადად ჯოვანი ყველა მონაწილეს, არამხოლოდ თავის გუნდის წევრებს, არამედ ყველას დიდ მოტივაციას აძლევდა და ის რომ, ვთქვათ მისთვისაც მარტივი არ ყოფილა ამ გზის გავლა რაც მან გაიარა აქამდე, რომ ცნობილი და წარმატებული ყოფილიყო ჩვენთვისაც რაღაცნაირად უნდოდა, რომ გადმოეცა.”

„გპირდებით, რომ თავს ხშირად ,,შეგახსენებთ” და ჩემს სათქმელს ყოველთვის, ყველა სცენიდან ვიტყვი.🚀 ჰო და აი, ისიც! ჩემი ბოლო გამოსვლა გერმანულ ,,ვოისში” – წერს ლიზი ფეისბუქ პოსტში:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

50 Cent-ის შოუს დროს სცენაზე ედ შირანი გამოვიდა

შემდეგი სტატია

7 დეკემბერს 4D MONSTER LOBSTERS-ის კონცერტი Billboard Georgia Stage-ზე 

შეიძლება დაგაინტერესოთ

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი

პროდიუსერი ტოდ რანდგრენი ტეილორ სვიფტს აკრიტიკებს: „მედიდურობის აპოთეოზი”

ეს არ არის მის მიერ სვიფტის კრიტიკის პირველი შემთხვევა. მსგავსი კომენტარები პროდიუსერმა 2022 წელსაც გააკეთა.
მეტი

Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.
მეტი