ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ტოპ ათეულში ხუთი ალბომით არის წარმოდგენილი

სვიფტი პირველი ცოცხალი არტისტია, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია.

ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ალბომების ჩარტის ტოპ ათეულის ლიდერია. პოპ მუსიკოსმა ჩარტის რეკორდი მოხსნა, რამდენადაც ის გახდა პირველი ცოცხალი არტისტი, რომელმაც ჩარტის ტოპ ათეულში პოზიციები ხუთი ალბომით დაიკავა. 

Billboard 200-ის ალბომების ჩარტის ტოპ ათეულის ბოლო ლიდერი ალბომი 1989 (Taylor’s Version)  არის. გარდა ამისა მოწინავე ათეულში მოხვდა ისეთი ჩანაწერები, როგორებიც არის: Midnights, Folklore, Lover და Speak Now (Taylor’s Version). 

1989 (Taylor’s Version) არტისტმა 2023 წლის ოქტომბერში გამოსცა. Midnights 2022 წელს გამოვიდა, Folklore – 2020-ში, Lover – 2019-ში, Speak Now (Taylor’s Version) – კი 2023 წლის ივლისში. 

ერთადერთი არტისტი, რომლის ხუთი ჩანაწერი Billboard 200-ის ჩარტის ტოპ ათეულში მოხვდა,  Prince იყო. თუმცა, ტეილორ სვიფტის შემთხვევისაგან განსხვავებით, Prince-ის ნამუშევრებმა ეს პოზიციები ავტორის გარდაცვალების შემდგომ, 2016 დაიკავა.

Billboard 200 ყოველკვირეულად განახლებადი მუსიკალური ჩარტია, რომელიც შეერთებული შტატების მასშტაბით, Luminate-ის მონაცემებს ეყრდნობა. მონაცემები ალბომების გაყიდვებს, ალბომში შემავალი ტრეკების მოსმენის მაჩვენებლებსა და ონლაინ სტრიმინგ პლატფორმებზე არსებულ მონაცემებს მოიცავს.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი ტრევის კელსის კიდევ ერთ თამაშს დაესწრო

შემდეგი სტატია

„და გრემი გადაეცემა…“ – ნინი აირისის გამოსვლა The Voice-ის ლაივ შოუზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი