რიანას თქმით, Super Bowl-ზე მისი ფეხმძიმობის გამჟღავნება დაგეგმილი არ იყო

„მოსაცმელი არ შემეკრა,” – გაამხილა მომღერალმა.
რიანა
Frazer Harrison/Getty Images

რიანას Super Bowl-ის შოუს ყველაზე გამორჩეული მომენტი მისი ორსულობის გამჟღავნება იყო, როცა მან მსოფლიოს მუცლის გამოჩენით ამცნო, რომ მეორე ბავშვს ელოდებოდა. თუმცა 35 წლის მომღერალი ამბობს, რომ ეს სცენა სრულიად დაუგეგმავი იყო.

„აი, როგორ მოხდა… უბრალოდ მოსაცმელი არ შემეკრა. მე ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო, ხომ? არავინ იცოდა, რომ ორსულად ვიყავი, უბრალოდ ჩემს სტილისტს ვუთხარი, რომ ტანსაცმელი წელვადი ყოფილიყო. კონცერტის დღეს კი მოსაცმელმა არათუ მუცელი დამიფარა, ელვა შესაკრავი საერთოდ გაჩერდა და მუცელზეც კი არ ამოვიდა. ასე რომ, ისე უნდა ყოფილიყო, როგორც იყო.”

Რიანა და A$AP Rocky მეორე შვილის მშობლები აგვისტოში გახდნენ. „მე ის განსხვავებულად მიყვარს, როგორც მამა,” –  ამბობს რიანა პარტნიორზე. „ჩემი შვილები გიჟდებიან მასზე. მე უბრალოდ მათი ფონი ვარ, თითქოს, ზედმეტი ვარ.”

ვაჟებზე საუბრისას რიანამ იხუმრა, რომ მოდის, სილამაზის, მუსიკისა და ბიზნესის მიღმა, არის რაღაც, რასაც თავს ვერ ართმევს: „ჯერჯერობით გოგო შვილების ყოლას. ფსონს ჩამოვდივარ, რომ შემდეგიც 75%-ით ბიჭია. ასე რომ, თითები გადაჯვარედინებული გვაქვს.”

ნახეთ რიანას ვიდეოები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლევან წულაძის რჩეული მუსიკა

შემდეგი სტატია

Billboard Georgia Stage წარმოგიდგენთ ბრაზილიელ მუსიკოსს San

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი