არიანა გრანდე 2024 წელს მეშვიდე ალბომს გამოსცემს

პოპ-ვარსკვლავმა პროქტის მხარდამჭერ თაყვანისცმელებს საჩუქრებიც კი გაუგზავნა.
არიანა გრანდე - ფოტო: შენონ ბევერიჯი
არიანა გრანდე – ფოტო: შენონ ბევერიჯი

არიანა გრანდე 2024 წელს სიახლით ბრუნდება. ბოლო წლების განმავლობაში იგი სამსახიობო კარიერას და სილამაზის ინდუსტრიაში R.E.M.-ის ხაზს უთმობდა დროს, თუმცა მომღერალმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ მომავალ წელს მეშვიდე ალბომს გამოსცემს.

არიანა გრანდემ ინსტაგრამზე ფოტოების და ვიდეოს კარუსელი გააზიარა, სადაც სტუდიაში პროდიუსერ ილია სალმანზადესთან ერთად იმყოფება.

„ალბომის თითქმის ბოლო დღეა, ძალიან დავიღალე.” აღნიშნავს არიანა გრანდე ვიდეოში.

არიანა გრანდემ მომავალი პროექტის დაანონსება ჯერ კიდევ თვის დასაწყისში დაიწყო. პირველად პოსტი მეშვიდე ალბომზე არიანა გრანდემ 7 დეკემბერს გამოაქვეყნა, შემდეგ 17 დეკემბერს და ამჯერად 27 დეკემბერს.

მომღერალმა ახალი ეპოქის დაწყება საჩუქრების გაგზავნითაც აღნიშნა, მან რამდენიმე გულშემატკივარს საჩუქრები ასეთი ტექსტით გაუგზავნა – „შემდეგ წელს გიხილავთ.” 

ნახეთ არიანა გრანდეს ინსტაგრამ პოსტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ნირვანა” ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება

შემდეგი სტატია

კევინ სპეისი ინტერვიუში მისი პერსონაჟის, ფრენკ ანდერვუდის როლში დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი