1977 წლის შემდეგ პირველად ელვის პრესლი Billboard Hot 100-ის ჩარტის ტოპ ოცეულში მოხვდა

უახლესი მონაცემებით კომპოზიცია მე-18 ადგილს იკავებს.
ელვის პრესლი, 1956 წელი. ფოტო: Bettmann/Getty Images

ელვის პრესლი Billboard-ის ჩარტებში დაბრუნდა. მისი 1957 წლის საშობაო სიმღერა, სახელწოდებით Blue Christmas Billboard Hot 100-ის ჩარტის ტოპ 20 სიმღერაშია. 3 იანვარს განახლებული მონაცემებით, კომპოზიცია მე-18 ადგილს იკავებს. ჩარტის ტოპ ოცეულში  ელვის პრესლი 1977 წლის შემდეგ პირველად მოხვდა. 1977 წელს მისი სიმღერა Way Down ასევე მე-18 ადგილს იკავებდა. როკ-ენ-როლის მეფედ აღიარებული მომღერალი სწორედ ამ წელს, 16 აგვისტოს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

უახლესი მონაცემებით, ელვის პრესლი Billboard Hot 100-ის ჩარტის ტოპ 20 კომპოზიციაში ორმოცდამეცხრედ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ Hot 100-ის ყველა დროის ლიდერი არტისტია Drake, რომელიც ოცეულში 133-ჯერ მოხვდა. მეორე ადგილზე კი ტეილორ სვიფტია, რომელიც თავისი სიმღერებით ოცეულში 85-ჯერ დაწინაურდა. 

რაც შეეხება ელვის პრესლის Blue Christmas-ს, სიმღერა ბილი ჰეისის და ჯეი ჯონსონის დაწერილია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rage Against The Machine კონცერტებს აღარ გამართავს

შემდეგი სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი