ბილი აილიშმა და ფინეასმა ოქროს გლობუსი მოიგეს

„ამ სიმღერის დაწერამ, ასე ვთქვათ, გადამარჩინა,” – აღნიშნა აილიშმა.
ბილი აილიში და ფინეასი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე
Rich Polk/Golden Globes 2024

ბილი აილიშმა და მისმა ძმამ ფინეასმა ოქროს გლობუსი მოიგეს ნომინაციაში საუკეთესო საავტორო სიმღერა ფილმისთვის Barbie. სიმღერამ What Was I Made For? ისეთი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიც არიან ბრიუს სპრინგსტინი, დუა ლიპა და სხვები.

ჯილდოს მისაღებად და-ძმა სცენაზე ერთად ავიდა. „ამ მომენტში ამას ნამდვილად არ ველოდი. მადლობა  ჩემს ძმას, ფინეასს. შენ ხარ მიზეზი იმისა, თუ ვინ ვარ მე დღეს,” – მიმართა ძმას მომღერალმა, რის შემდეგაც მადლობა ფილმის შემოქმედებით ჯგუფს გადაუხადა. 

ბილი აილიშმა სიმღერის შექმნის პირად ნაწილზეც ისაუბრა: „ზუსტად ერთი წლის წინ იყო, როცა ფილმი გვაჩვენეს. მე ამ დროს ძალიან დეპრესიული პერიოდი მქონდა. ამ სიმღერის დაწერამ კი, ასე ვთქვათ, გადამარჩინა. ერთი წლის შემდეგ კი აქ ვდგავართ. ეს მართლაც სიურრეალისტურია. საოცრად იღბლიანი და მადლიერი ვარ.”

What Was I Made For?, რომელიც აგვისტოში Billboard Hot 100-ის მე-14 ადგილზე მოხვდა, ოქროს გლობუსზე წარდგენილი იყო ასევე Barbie-ს ორ კომპოზიციასთან ერთად: დუა ლიპას Dance the Night და მარკ რონსონის და ენდრიუ უაიატის I’m Just Ken, რომელსაც რაიან გოსლინგი ასრულებს. ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვნენ ბრიუს სპრინგსტინი, ჯეკ ბლეკი და ლენი კრავიცი.

ნახეთ ბილი აილიშის მადლობის სიტყვა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საშობაო სიმღერის – ალილოს ტრადიციები საქართველოში

შემდეგი სტატია

ნახეთ ოქროს გლობუსის გამარჯვებულები 

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი