დუა ლიპა ღაზაში ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს

„არ არიან საკმარისი მსოფლიო ლიდერები, რომლებიც დაიკავებენ ტრიბუნას და მოჰყვებიან იმ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რაც ხდება,” – ამბობს მომღერალი.
დუა ლიპა
Lionel Hahn/Getty Images

ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ დუა ლიპა აქტიურად გამოხატავს თავის პოლიტიკურ შეხედულებას. Rolling Stone-ის ახალ სტატიაში კი მომღერალი კიდევ უფრო ვრცლად საუბრობს თავის პოზიციაზე. 

„ჩემი არსებობაც, ასე ვთქვათ, პოლიტიკურია. მე ლონდონში აღმოვჩნდი, რადგან ჩემი მშობლები ასევე ომს გამოექცნენ,” – ჰყვება მომღერალი ალბანელ მშობლებზე.  „მე მესმის იმ ადამიანების, რომელთაც სახლის დატოვება უწევთ. ჩემი კოსოვოში ყოფნისა და ომის ნახვის გამოცდილებით, თავისი სახლის დატოვება არავის უნდა. ამას ისინი თავდაცვისთვის აკეთებენ, რომ ოჯახი დაიცვან და გარშემო ადამიანებს გაუფრთხილდნენ. ასე რომ, ახლოს ვარ და მესმის მათი. Ჩემი გრძნობები ლტოლვილი ადამიანების მიმართ ძალიან ნამდვილია და ამაზე საუბარი რთულია, რადგან აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.”

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის შემდეგ დაიძაბა, როცა ჰამასი ისრაელის მუსიკალურ  ფესტივალს დაესხა თავს. იმავე თვეს დუა ლიპა სხვა ვარსკვლავებს შეუერთდა, რომლებიც ღია წერილით მიმართავდნენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. „ამ მომენტში რასაც უნდა შევხედოთ, არის ის, თუ რამდენი სიცოცხლე განადგურდა ღაზაში: უდანაშაულო სამოქალაქო პირები და სიცოცხლეები, რომლებიც უბრალოდ დაიკარგა. უბრალოდ არ არსებობენ საკმარისი მსოფლიო ლიდერები, რომლებიც დაიკავებენ ტრიბუნას და მოჰყვებიან იმ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რაც ხდება და ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტაზე, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს,” – უთხრა დუა ლიპამ Rolling Stone-ს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკოს ლუკა თოფურიას ბენდის ტურნე გერმანიაში

შემდეგი სტატია

თეონა ცირამუა - გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი

გორის ქალთა გუნდი – ქართული საგუნდო მუსიკის გამორჩეული სახე – ინტერვიუ თეონა ცირამუასთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი