ჰილარი კლინტონმა Barbie-ის რეჟისორს, გრეტა გერვიგს და მსახიობ მარგო რობის საჯაროდ მიმართა

„გახსოვდეთ, რომ მილიონობით გულშემატკივარს უყვარხართ.” – წერს კლინტონი ინსტაგრამზე.
ფოტო: ნოამ გალაი/Getty Images

2024 წლის ოსკარის ნომინაციების გამოვლენა Barbie-ის რეჟისორის გრეტა გერვიგისათვის და ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის,მარგო რობისათვის არც თუ სასიხარულო აღმოჩნდა. არც მარგო რობი დასახელდა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში და გრეტა გერვიგიც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციის მიღმა დარჩა. ამ ამბავს გამოეხმაურა ჰილარი კლინტონი, რომელმაც მარგოს და გრეტას სოციალური მედიის მეშვეობით მიმართა.  

„გრეტა და მარგო, მაშინ, როცა მან (ფილმმა) ბილეთების გაყიდვების მაჩვენებელში გაიმარჯვა, თუმცა სახლში შესაძლოა ჯილდო ვერ წაიღოს, გახსოვდეთ, რომ მილიონობით გულშემატკივარს უყვარხართ.” – წერს კლინტონი ინსტაგრამზე. 

ამავდროულად, გერვიგის ფილმი 2023 წლის კინოგაქირავების ლიდერო აღმოჩნდა. Barbie 2023 წლის კინო ჰიტად იქცა როგორც ამერიკაში, ასევე გლობალური მასშტაბით. 

მიუხედავად საუკეთესო რეჟისორის და  საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციებისა, რობი და გერვიგი ოსკარის ნომინანტებს შორის მაინც მოხვდნენ, რამდენადაც Barbie საუკეთესო ფილმის კატეგორიაშია წარდგენილი. 

ნახეთ ჰილარი კლინტონის პოსტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რობი რობერტსონი და მარტინ სკორსეზე შემოქმედებითი თანამშრომლობისათვის სპეციალურ საპატიო ჯილდოს მიიღებენ

შემდეგი სტატია

გიორგი მიქაძის ალბომის პრეზენტაცია პარიზში

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი