დრეიკი პირველი შემსრულებელი გახდა, ვინც Billboard Artist 100 ჩარტში 500 კვირა გაატარა

ჩარტი 10 წლის წინ შეიქმნა.
დრეიკი
OVO/Republic Records

ზუსტად 500 კვირის წინ, 2014 წლის 19 ივლისს, Billboard-მა ახალი ჩარტი, Artist 100 წამოიწყო. უკვე 10 წელია, რაც ჩარტი აფასებს შემსრულებლების აქტუალურობას ისეთი ძირითადი საზომებით, როგორებიცაა ალბომების გაყიდვა, სიმღერების გაყიდვა, რადიოტრანსლაცია და სტრიმინგი. ამ კრიტერიუმების მიხედვით Artist 100 მუსიკოსების პოპულარობის ყოველკვირეულ რეიტინგს ადგენს. 

ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთმა შემსრულებელმა მოახერხა, ჩარტის ისტორიის ხუთასი კვირიდან ხუთასივეჯერ მოხვედრილიყო მასში და ეს არის დრეიკი.

ბოლო კვირის (2024 წლის 3 თებერვლის) მონაცემებით, დრეიკი Artist 100-ში მეოთხე ადგილს იკავებს, რაც წინა კვირასთან შედარებით ორი ადგილით გაუმჯობესებული შედეგია. ეს Billboard 200-ში მისი რვა ალბომისა და Billboard Hot 100-ში 5 სიმღერის მოხვედრის დამსახურებაა. 

ერთადერთი შემსრულებელი, რომელსაც ბოლო კვირის მონაცემებით Billboard 200-ში უკეთესი შედეგი აქვს, ტეილორ სვიფტია (ათი ალბომი). სვიფტი ამჟამად Artist 100-ის პირველ ადგილს იკავებს რეკორდული 96-ე კვირის განმავლობაში. რაც შეეხება დრეიკს, ჯამში ჩარტში გატარებული 500 კვირიდან პირველ ადგილზე ის 38 კვირის განმავლობაში იყო, რითაც მხოლოდ სვიფტს ჩამორჩება. 

გთავაზობთ შემსრულებლების რეიტინგს Artist 100-ში გატარებული კვირების მიხედვით (2024 წლის 3 თებერვლის მონაცემებით):  

  • 500, დრეიკი
  • 496, ტეილორ სვიფტი
  • 493, ედ შირანი
  • 478, ბრუნო მარსი
  • 466, ჯასტინ ბიბერი
  • 464, ემინემი
  • 455, Imagine Dragons
  • 450, ჯეისონ ალდენი
  • 446, The Weeknd
  • 431, კრის სტეპლტონი
  • 427, მეტალიკა
  • 425, არიანა გრანდე

ასევე, ტეილორ სვიფტს ყველაზე მეტი კვირა აქვს გატარებული Artist 100-ის ტოპ 5-ში (სვიფტი – 195 კვირა, დრეიკი – 188), დრეიკს კი ტოპ 10-ში (დრეიკი – 313 კვირა, სვიფტი – 256) და ასევე ტოპ 40-ში (დრეიკი – 484 კვირა, სვიფტი – 448).

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლაშა დეისაძის და ჯაზ-ბენდის კონცერტი ბერლინში

შემდეგი სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი