ლაშა დეისაძის და ჯაზ-ბენდის კონცერტი ბერლინში

3 თებერვალს ბერლინის ჯაზ-კლუბ PAS Berlin-ში Arteria-ს ორგანიზებით ლაშა დეისაძისა და ჯაზ-ბენდის კონცერტი გაიმართება.

ქართველი ჯაზ-მუსიკოსების გერმანული ტურნე გრძელდება. დღეს, 3 თებერვალს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, Arteria ლაშა დეისაძისა და ჯაზ-ბენდის კონცერტს წარადგენს.

ბენდის შემადგენლობაში არიან ლაშა დეისაძე (გიტარა),  ქეშ გლობი (კლავიშები), იონათან ჰარარი (ბასი) და მეისონ დევისი (დრამი).

„ეს ტურნეს გაგრძელებაა. ყველაფერი სპონტანურად დაიგეგმა: სარეპეტიციო ვიქირავეთ, ჯაზ-კლუბების რეკომენდაციით შევკარით ბენდი და შაბათს, 3 თებერვალს, პირველი საცდელი კონცერტი ჩაინიშნა. Სურვილი მაქვს, აქაც იყოს არტერია. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ესე იგი სწორ გზას ვადგავართ“ – ამბობს ანთი, Arteria-ს სულისჩამდგმელი.

მოისმინეთ ლაშა დეისაძის მიერ შესრულებული კომპოზიცია:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ხატია ბუნიათიშვილმა და Asap Rocky-მ ერთობლივი მუსიკალური ნომერი შეასრულეს

შემდეგი სტატია

დრეიკი პირველი შემსრულებელი გახდა, ვინც Billboard Artist 100 ჩარტში 500 კვირა გაატარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი