გარდაიცვალა ვაჟა აზარაშვილი

მუსიკოსი 87 წლის იყო.

ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი (13 ივლისი, 1936 – 7 თებერვალი, 2024) 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ვაჟა აზარაშვილს შექმნილი აქვს როგორც საესტრადო, ასევე სიმფონიური და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები. წერდა მუსიკას მიუზიკლებისთვისაც. მისი კონცერტი ჩელოსა და კამერული ორკესტრისთვის ქართული მუსიკის საუკეთესო ქმნილებათა შორის მოხვდა და საქართველოს გარდა წარმატებით სრულდებოდა ევროპის საკონცერტო დარბაზებშიც. განსაკუთრებით ცნობილია ვაჟა აზარაშვილის სიმღერები თბილისზე.

2011 წელს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ ვაჟა აზარაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მრავალ სხვა ჯილდოსთან ერთად მუსიკოსი ღირსების ორდენის კავალერიც იყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Manana – ქართველი მუსიკოსი, რომელმაც 12 გრემის მფლობელ პროდიუსერთან ითანამშრომლა

შემდეგი სტატია

გრემის წლევანდელ დაჯილდოებას 2020 წლის შემდეგ ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი