რობერტ პლანტი და ალისონ კრაუსი 2024 წელს ერთობლივი ტურნეთი ბრუნდებიან

ლეგენდარული დუეტი კონცერტებს ისტორიული ადგილიდან, ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტალსაში მდებარე ცნობილი მუსიკალური სივრციდან, Cain’s Ballroom-იდან იწყებენ.
რობერტ პლანტი და ალისონ კრაუსი, ფოტო: ალის გაფკიენი
რობერტ პლანტი და ალისონ კრაუსი, ფოტო: ალის გაფკიენი

რობერტ პლანტი და ალისონ  კრაუსი ორწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ტურნეს იწყებენ, რომლის სახელწოდებაა Can’t Let Go. 2024 წლის 2 ივნისს ლეგენდარული მუსიკალური სივრცის, Cain’s Ballroom-ის ასი წლის თავის აღსანიშნავად, პლანტისა და კრაუსის პირველი კონცერტი გაიმართება, შემდეგ კი ტურნე ამფითეატრებში, პავილიონებში, ოპერის თეატრებსა და სხვა ისტორიულ ადგილებში გაგრძელდება.

რობერტ პლანტისა და ალისონ კრაუსის Can’t Let Go Tour-ის ბილეთების გაყიდვა 16 თებერვლიდან დაიწყება. Დამატებითი ინფორმაცია ვებ-გვერდზე plantkrauss.com არის განთავსებული.

ტურნეში ამერიკელი მუსიკოსი და გიტარისტი ჯეი დი მაკფერსონიც მონაწილეობს, რომელიც პლანტისა და კრაუსის ტურნეში წამყვანი გიტარისტია. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე არიან დრამერი ჯეი ბელეროუზი, ბას-გიტარისტი დენის კრაუჩი, სიმებიანი საკრავი – სტუარტ დუნკანი, და კლავიში, გიტარა – ვიქტორ კრაუსი. 

რობერტ პლანტისა და ელისონ კრაუსის ერთობლივი ალბომი Raising Sand ხელახლა თი ბონ ბარნეტის პროდიუსერობით 2021 წელს გამოიცა და ჩარტებში მოწინავე ადგილი დაიკავა. 

მუსიკა ადრეული ბლუზის, ქანთრის, ფოლკ-როკისა და სოულის სინთეზია, რაც მთლიანობაში საოცარ ჟღერადობას ქმნის.  ტურნეს ფარგლებში მუსიკოსები ისეთ საქვეყნოდ აღიარებული შემსრულებლების სიმღერებს შეასრულებენ როგორებიცა არიან მერლ ჰაგარდი, ალენ ტუსეინი, „ევერლი ბრადერსი“, ენ ბრიგსი, გეშიე უილი, ბერტ ჯანში, ოლა ბელ რიდი, ბრენდა ბარნსი და სხვები.

ნახეთ Can’t Let Go Tour-ის 2024 წლის განრიგი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტის თქმით, ახალი ალბომის გამოცემამდე სრულ გაბანკროტებას ორი თვე აშორებდა

შემდეგი სტატია

დაანონსებული ალბომის გამოსვლამდე Pearl Jam ახალ სინგლს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი