დაანონსებული ალბომის გამოსვლამდე Pearl Jam ახალ სინგლს ავრცელებს

ალბომი Dark Matter 19 აპრილს გამოვა.

Pearl Jam დაბრუნდა. 19 აპრილს ბენდის ახალი ალბომი,  Dark Matter გამოვა. როგორც ჯგუფის ვოკალისტი ედი ვედერი აღნიშნავს, ეს ჯგუფის საუკეთესო ნამუშევარია. ახლახან კი პირველი სინგლიც გავრცელდა, რომელსაც დაანონსებული ალბომის სახელწოდება აქვს. 

Dark Matter ბენდის მეთორმეტე სტუდიური ალბომია. ბოლო LP, სახელწოდებით Gigaton, მუსიკალურმა კოლექტივმა 2020 წელს გამოსცა. გამოსვლის შემდეგ ნამუშევარმა Billboard 200-ის ჩარტში მე-5 ადგილი დაიკავა. ერთგული მსმენელების ნაწილმა Gigaton ბენდის ყველაზე ექსპერიმენტულ ნამუშევრად შეაფასა.

რაც შეეხება დაანონსებულ ალბომს, ედი ვედერმა, ბენდის წამყვანმა გიტარისტმა მაიკ მაკკრიდიმ და ბასისტმა ჯეფ ამენტმა ჩანაწერი დახურულ საღამოზე წარადგინეს. ალბომის მოსმენის ღონისძიება იანვარში ჰოლივუდში გაიმართა. საღამოს ბენდის წევრების ოჯახები, მეგობრები და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

“მოდით, ეს კიდევ ვცადოთ”- მიმართა ვედერმა ალბომის მოსმენის საღამოზე დამსწრე  აუდიტორიას. “ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო ნამუშევარია” – განაცხადა მუსიკოსმა სცენიდან.

ალბომის პროდიუსერი ენდრიუ უატია. Dark Matter კალიფორნიაში, მალიბუში ჩაიწერა. როგორც ბენდის ბასისტმა ჯეფ ამენტმა ალბომის დახურულ წარდგენაზე განაცხადა, Dark Matter ერთი წლის წინ ჩაიწერა. 

ბენდის კიდევ ერთი სიახლე ტურნეა, რომელიც 35 კონცერტს მოიცავს. ის 4 მაისს კანადის ქალაქ ვანკუვერში დაიწყება. 

Pearl Jam წლების განმავლობაში მუსიკალურ ჩარტებში ლიდერ პოზიციებს იკავებდა. ჯგუფი Billboard 200-ის ჩარტის პირველ ადგილზე ხუთჯერ გავიდა, პირველ ათეულში კი 12-ჯერ მოხვდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რობერტ პლანტი და ალისონ კრაუსი, ფოტო: ალის გაფკიენი

რობერტ პლანტი და ალისონ კრაუსი 2024 წელს ერთობლივი ტურნეთი ბრუნდებიან

შემდეგი სტატია

ქანთრი ეპოქის დაანონსების შემდეგ, ბიონსეს ერთ-ერთი ძველი სიმღერის მოსმენის მაჩვენებელი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი