„ხალხის რჩეულის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე ლენი კრავიცს მუსიკის ლეგენდის ჯილდო გადაეცა

მუსიკოსმა თავისი კლასიკური ჰიტების მინი-სეტი გამართა და ემოციური სიტყვაც წარმოთქვა.
ლენი კრავიცი - ფოტო: მარკ სელიგერი
ლენი კრავიცი – ფოტო: მარკ სელიგერი

2024 წლის „ხალხის რჩეულის“ დაჯილდოებაზე ლენი კრავიცს მუსიკის ლეგენდის ჯილდო გადაეცა, რა დროსაც მუსიკოსი აუდიტორიის წინაშე ემოციური სიტყვით წარდგა. კრავიცმა იმ სწორ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც მან მუსიკალური კარიერის განმავლობაში გადადგა.

ყველაზე მეტ ნომინაციაში ტეილორ სვიფტმა გაიმარჯვა, თუმცა, ავსტრალიის ტურნეს გამო, ის ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა. ლენი კრავიცმა კი საზეიმო საღამო ბევრისთვის ნამდვილ დღესასწაულად აქცია, როდესაც თავისი კლასიკური ჰიტების მინი-სეტი შეასრულა.

კრავიცს საპატიო პრიზი გრემის სამგზის მფლობელმა ვიქტორია მონემ გადასცა. 

„ბევრისთვის ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ჩემთვის კი ის მნიშვნელობა აქვს, რომ შენ წარუშლელი კვალი დატოვე იმით, რაც ღმერთმა მოგანიჭა. გაბედეთ და იყავით განსხვავებულნი”.

„როცა პირველად ჩამოვედი, ბევრმა შემომთავაზა გარიგება, მათ სურდათ ჩემი მუსიკა შემეცვალა, მათთვის არ იყო ჩემი მუსიკა საკმარისად შავი ან საკმარისად თეთრი. ის ყუთში ლამაზად არ იფუთებოდა. მე უარი ვთქვი ფულზე და იმ დაპირებებზე, რომლებიც ვარსკვლავად მაქცევდა, რადგან საკუთარ იდენტობას დავკარგავდი და არ ვიქნებოდი ბუნებრივი”, – თქვა კრავიცმა სამადლობელ სიტყვაში.

ლენი კრავიცის აზრით ლეგენდა სწორედ ის არის, ვინც სხვებს ასწავლის და შთააგონებს, რომ პირველ რიგში საკუთარი თავის ირწმუნონ, მიჰყვნენ იმ მიმართულებას, რომელიც მათ აირჩიეს. 

„ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა ის, რომ ბევრი ჩანაწერი გამეყიდა ან ბევრი ჯილდო მიმეღო, არასდროს მქონია რაიმე ფორმულა ან წინასწარ გათვლილი ქმედება. ამ ყველაფერს ჩემი ცხოვრებისეული მოგზაურობისთვის, სიამოვნებისთვის, მადლიერების გამოხატვისთვის და იმ საჩუქრის სწორად გამოყენებისთვის ვაკეთებდი, რაც ღმერთმა ჩემთვის გაიმეტა. ეს მოგზაურობა ახლაც გრძელდება, რადგან მე მხოლოდ ჩემს თავზე ვმუშაობ.”

ეს მუსიკალური მოგზაურობა კარგა ხანი არ შეჩერდება, ამბობს ლენი კრავიცი. 

„მე მუსიკის გულშემატკივარი იქამდე ვიყავი სანამ მუსიკოსი გავხდებოდი. ჩემი მანტრა ახლაც იგივეა, რაც ოცდათხუთმეტი წლის წინ იყო: არასდროს მიჰყვე ტენდენციებს, დაიჭირე შენი ტემპი და გააანალიზე, რომ საუკეთესო აქ და ახლა ხდება, ის შენს წინ დევს”.

ლენი კრავიცის წარდგენისას ვიქტორია მონემ აღნიშნა: „ჩვენ ახლა აქ  იმიტომ ვიმყოფებით, რომ ხაზი გავუსვათ უდავო გენიოსის, ლენი კრავიცის შემოქმედებას. ამ ჩამონათვალიდან არცერთი აღწერა ერთმანეთს არ წინააღმდეგობა, იგი არის მამა, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, სასცენო შემსრულებელი, მსახიობი, დიზაინერი, მოდის კრიტიკოსი, ქველმოქმედი, მეოცნებე და უბრალოდ სიყვარულის მეფე”.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

უიტნი ჰიუსტონის შესახებ გადაღებული ფილმის პროდიუსერებს Sony Music საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივის

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნიმ 50 წლის წინ მოპარული გიტარა დაიბრუნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი