Cardi B-იმ ახალი სიმღერა გამოაქვეყნა

მუსიკოსმა ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი სოლო ჩანაწერი გამოსცა.
Cardi B
Cardi B

Cardi B-იმ სიმღერა Like What (Freestyle) გამოაქვეყნა. რეპერმა კვირის დასაწყისში ახალ სიმღერასთან დაკავშირებით ინფორმაცია ინსტაგრამ სთორის მეშვეობით გააჟღერა. 

სარეკლამო ვიდეო ზუსტად ერთი კვირის შემდეგ გამოვიდა, რაც მუსიკოსის მეუღლემ, Offset-მა, სოციალურ მედიაში Cardi B-ის ახალ სიმღერასთან დაკავშირებით სთორი გააზიარა. „ნუ გეშინია, დადე ალბომი” – წერს Offset.

სიმღერა Like What (Freestyle) Cardi B-ის პირველი სოლო ჩანაწერია 2021 წელს გამოცემული Up-ის შემდეგ, რომელიც ბილბორდის საუკეთესო 100-ში N1 ჰიტად დასახელდა. 2022 წელს სიმღერა Up გრემის ნომინაციაზე საუკეთესო რეპ შესრულებისთვის იყო წარდგენილი. 

მოლოდინები, რომ Cardi B მეორე ალბომს გამოსცემს, დიდია, რადგან მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion of Privacy 2018 წელს გამოუშვა. ალბომი ბილბორდ 200-ში N1 ალბომად დასახელდა და ჰიტ სიმღერები Bodak Yellow და I Like It საუკეთესო Hot 100-ში მოხვდა. Invasion of Privacy 2019 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეპ ალბომად დასახელდა. 

მოისმინეთ Cardi B-ის ახალი  სიმღერა Like What (Freestyle)

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

Nini Iris-ის კონცერტი იმ სცენაზე გაიმართება, სადაც ჯიმი ჰენდრიქსს, ბობ დილანსა და ჯენის ჯოპლინს დაუკრავთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი