დრეიკმა კონცერტის შემდეგ ტრაგიკულად გარდაცვლილ დედა-შვილს მიაგო პატივი

ლეტიჩა ბრასერო და ალისა კორდოვა 13 თებერვალს კონცერტს ტოვებდნენ, როცა მაღალი სიჩქარით მიმავალმა მანქანამ მოძრაობის წესები დაარღვია, შუქნიშანზე არ გააჩერა და დედა-შვილს დაეჯახა.
ფოტო: კოულ ბარსტონი/Getty Images

დრეიკი სენტ-ლუისში გამართული კონცერტის შემდეგ დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა. რეპერმა მისი შოუს შემდეგ გარდაცვლილ  დედა-შვილს პატივი მოაგო.

„არასდროს იცი, რა დაგემართება, როცა შენობიდან გახვალ”, – მიმართა აუდიტორიას დრეიკმა. „დაე, მშვიდობით განისვენონ ახალგაზრდა დედამ და მისმა შვილმა” – თქვა არტისტმა და ფანებს მოუწოდა, გარშემომყოფთა მიმართ სიყვარული გამოხატონ. 

ლეტიჩა ბრასერო და ალისა კორდოვა 13 თებერვალს კონცერტს ტოვებდნენ, როცა მაღალი სიჩქარით მიმავალმა მანქანამ მოძრაობის წესები დაარღვია, შუქნიშანზე არ გააჩერა და დედა-შვილს დაეჯახა. დედა ადგილზე დაიღუპა, ხოლო შვილი  – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. 

მანქანის მძღოლი მონტე ჰენდერსონი დაკავებულია და მას ბრალი უკვე წაუყენეს. როგორც პოლიციამ დაადგინა, დაკავებული საათში 112 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდებოდა. 

ტრაგედიის შემდეგ ბრასეროს დამ GoFundMe-ის პლატფორმაზე ფულის შეგროვება დაიწყო, რათა ცხედრები მათ მშობლიურ ქალაქში, ჩიკაგოში გადაესვენებინათ. საზოგადოების მიერ გაღებული თანხით მალე 40,000  დოლარი შეგროვდა. როგორც  GoFundMe-ის პოსტიდან ირკვევა, ლეტიჩა ბრასეროსთვის მისი ქალიშვილი ალისა ერთადერთი შვილი იყო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბუბა კიკაბიძის კლასიკად აღიარებული სიმღერა „ჩიტო-გვრიტო“ უკრაინელი მომღერლის ივანა მელაის შესრულებით

შემდეგი სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი