„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
ფოტო: Beyonce IG

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბიონსემ სიმღერები – Texas Hold ‘Em და 16 Carriages გამოსცა, რითაც ქანთრის ჟანრის ალბომი დააანონსა. ამჯერად ბიონსემ LP-ის ოფიციალური გარეკანი გაავრცელა. ცნობილია დაანონსებული ჩანაწერის სახელწოდებაც – Cowboy Carter.

Cowboy Carter-ის ყდა ესთეტიკურად ბიონსეს წინა ალბომის, Renaissance-ის გაგრძელებაა. ფოტოზე ბიონსე ცხენზეა ამხედრებული, კოვბოისათვის სახასიათო ქუდი ახურავს და ხელში შეერთებული შტატების დროშა უკავია. მომღერლის სამოსის დიზაინიც ამერიკის დროშის ფერებს იმეორებს. 

ბიონსემ ალბომის გარეკანი თავის ოფიციალურ ინსტაგრამზე წარადგინა. მან ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ვრცელი აღწერა დაურთო. პოსტში არტისტმა იმაზე ისაუბრა, თუ რა გახდა ალბომის შთაგონებიოს წყარო. Ბიონსეს თქმით, ამ ჩანაწერზე 5 წელი იმუშავა. 

„ეს ალბომი ხუთი წელია რაც იქმნება. ის შთაგონებულია იმ გამოცდილებით, რომელიც წლების წინ მივიღე, როცა თავს გარიყულად ვგრძნობდი…აშკარა იყო, რომ არ ვცდებოდი. თუმცა, სწორედ ამ გამოცდილების გამო იყო, რომ უფრო ღრმად ჩავიხედე ქანთრის სამყაროში და ჩვენი მდიდარი მუსიკალური არქივი შევისწავლე. კარგი გრძნობაა, როცა ხედავ, მსოფლიოს ირგვლივ რამდენი ადამიანის გაერთიანება შეუძლია მუსიკას,”- აღნიშნავს ბიონსე თავის პოსტში. 

ბიონსემ ქანთრი ჟანრის ალბომი პირველად 2024 წლის „სუპერ თასის” დროს დააანონსა. სიმღერებიც – 16 Carriages და Texas Hold ‘Em  სწორედ ამ დროს გამოუშვა. Texas Hold ‘Em-ით ბიონსე გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ქანთრი ჟანრის სიმღერებით მუსიკალური ჩარტებისა და სარეიტინგო სიების წამყვანი პოზიციები დაიკავა. ის ასევე პირველი შავკანიანი ქალი მომღერალია, რომელიც Billboard-ის Hot 100 ჩარტში ქანთრის ჟანრის სიმღერით ლიდერობდა. 

მიუხედავად ნამუშევრების კომერციული წარმატებისა, ბიონსე კრიტიკის ობიექტიც გახდა. ალბომის გარეკანის წარმდგენ პოსტში მან ამაზეც ისაუბრა. „კრიტიკამ, რომელიც ჩემს ამ ჟანრში მოღვაწეობას მოჰყვა, მაიძულა შეზღუდვები დამეძლია. [ალბომი] საკუთარი თავის გამოწვევის შედეგია,” – წერს ბიონსე. 

მსმენელისათვის გაზიარებულ გზავნილში ბიონსემ განმარტა, რომ Cowboy Carter მისი წინა ალბომის Renaissance-ის გაგრძელებაა. მან ასევე აღნიშნა Billboard-ის ჩარტების ის ისტორიული შედეგი, რასაც მისმა სიმღერამ Texas Hold ‘Em მიაღწია. „ჩემთვის პატივია, ვიყო პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ქანთრი სიმღერების ჩარტში პირველ ადგილს იკავებს,”- ვკითხულობთ მომღერლის ინსტაგრამზე. არტისტი თავის პოსტს თავისი ალბომის გაბედული დახასიათებით ასრულებს: „ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია,”- წერს ბიონსე. 

ყდის გამოქვეყნება რამდე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს

შემდეგი სტატია

არიანა გრანდეს ბებია ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელიც Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში მოხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი