რიანას თქმით, მისი ახალი მუსიკალური ნამუშევარი „გასაოცარი” უნდა იყოს და პიროვნულ ზრდას გამოხატავდეს

მუსიკალურ შემოქმედებასთან დაკავშირებულ გეგმებზე რიანა ჟურნალისტებს Fenty Beauty-ის ღონისძიების მსვლელობისას ესაუბრა.

ახლახან რიანას კოსმეტიკურმა ბრენდმა Fenty Beauty-მ ახალი ტონალური კრემი მასშტაბური საპრეზენტაციო წვეულებით წარადგინა. პრეზენტაცია ლოს-ანჯელესში გაიმართა და მას ტრადიციულად პრესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჟურნალისტებმა ვარსკვლავს კითხვები დაუსვეს მუსიკალური კარიერის გაგრძელებასა და ახალი ალბომის გამოცემის გეგმებზე. პრეზენტაციის მსვლელობისას გამოცემა Extra-სთან ინტერვიუში რიანა სწორედ აღნიშნულ საკითხებს შეეხო.

მომღერლის თქმით, ახალი ალბომი სრულყოფილი უნდა იყოს და ევოლუციას გამოხატავდეს. „მუსიკას ისე ვუყურებ, როგორც სათამაშო მოედანს. მინდა ამ პროცესით მაქსიმალურად გავერთო და ამავდროულად ვაჩვენო, რა ეტაპზე ვარ.” რიანამ ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს სხვა არტისტთან, თუ ეს კოლაბორაცია ძალიან მიზანმიმართული იქნება. ვარსკვლავის თქმით, მისი მუსიკალური შემოქმედებითი პროგრესით კმაყოფილია და გრძნობს, რომ ჰიტების შექმნა შეუძლია.

რიანას მუსიკალური გეგმების შესახებ კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა ვარსკვლავმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ მოდის კოსტიუმირებულ მიღებას, Met Gala-ს დაესწრება. არტისტის თქმით, ის ღონისძიების წითელი ხალიჩისათვის კოსტიუმის ორ ვერსიას განიხილავს.

„წელს მინდა, რაიმე მარტივი არჩევანი გავაკეთო. ვფიქრობ, ეს იმის მიხედვით გადაწყდება, თუ როგორ მაკიაჟს და ვარცხნილობას ავირჩევ. ეს [კოსტიუმი] ინება ყველაზე სადა, რაც კი ოდესმე მცმია,”- გაამხილა რიანამ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მიკ ჯაგერი NASA-ს სათაო ოფისს ესტუმრა

შემდეგი სტატია

For the first time in history, Georgia is hosting the Europakonzert

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი