Billboard-ის Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში ტეილორ სვიფტის ახალი ალბომის ყველა სიმღერა მოხვდა

ამ შედეგით მომღერალმა ჩარტის რეკორდი მოხსნა.
ფოტო: ბეთ გარაბრენტი

ახალი ალბომის გამოცემის შემდეგ ტეილორ სვიფტი Billboard-ის მუსიკალურ ჩარტებში ისტორიული მონაცემებით იკავებს პოზიციებს. The Tortured Poets Department-მა Billboard 200-ის ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა და მუსიკალური რეიტინგების უამრავი რეკორდი მოხსნა.

ოფიციალური მთვლელის, Luminate-ის მონაცემებით, სადებიუტო კვირაში The Tortured Poets Department-ის კომერციული მოგება 2.61 მილიონი გაყიდული ალბომის ეკვივალენტია. ეს Billboard 200-ის ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ტეილორ სვიფტის ალბომი ამ მხრივ მხოლოდ ადელის 2015 წლის ალბომს, 25-ს ჩამორჩება.

Billboard-ის Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში ტეილორ სვიფტის ახალი ალბომის ყველა ტრეკი მოხვდა. პირველი ადგილი Fortnight-მა დაიკავა, რომელიც სვიფტმა Post Malone-თან ერთად ჩაწერა. Hot 100-ის ჩარტმა სვიფტის 32 სიმღერა გააერთიანა. ეს სია ახალ ტრეკებთან ერთად მოიცავს მომღერლის 2019 წლის ჰიტს – Cruel Summer.

საერთო მონაცემებით, Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში სხვადასხვა დროს მომღერლის 263 სიმღერა მოხვდა. ამ მონაცემებით ტეილორ სვიფტი ქალ არტისტებს შორის პირველ ადგილზეა, ზოგადად მუსიკოსებს შორის კი მეორეზე და მხოლოდ დრეიკს ჩამორჩება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

For the first time in history, Georgia is hosting the Europakonzert

შემდეგი სტატია

დუა ლიპამ ახალი ალბომი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი