2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის მონაწილე გახდა

ქულების გამოცხადებისას პირველი ადგილისათვის ორი ქვეყანა – შვეიცარია და ხორვატია იბრძოდნენ, თუმცა ჟიურის და მაყურებლის ხმებმა შვეიცარიის გამარჯვება განსაზღვრა.
ფოტო: ტობიას შვარცი / AFP / vGetty Images

11 მაისს ევროვიზიის რიგით 68-ე კონკურისს გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულის ტიტული შვეიცარიის მონაწილემ მოიპოვა. არტისტმა, სასცენო სახელით – Nemo, კონკურსის სცენაზე სიმღერა – The Code შეასრულა. შვეიცარიამ პირველად ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1956 წელს მოიგო. მეორე გამარჯვებული კი 1988 წელს სელინ დიონი გახდა.

ქულების გამოცხადებისას პირველი ადგილისათვის ორი ქვეყანა – შვეიცარია და ხორვატია იბრძოდნენ, თუმცა ჟიურის და მაყურებლის ხმებმა შვეიცარიის გამარჯვება განსაზღვრა.

Nemo საკუთარ თავს არა-ბინარულ არტისტად წარადგენს. ის შვეიცარიის სცენაზე 2015 წლიდან გამოჩნდა. მუსიკოსს ჯილდო 2023 წლის ევროვიზიის გამარჯვებულმა შვედმა მუსიკოსმა Loreen-მა გადასცა.

ევროვიზიის წლევანდელი კონკურსი ბევრი დრამატული მოვლებით იყო დატვირთული. ამ წელს ნიდერლანდების წარმომადგენელს კულისებში მომხდარი ინციდენტის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. ფინალის დღეს კი ნორვეგიის მიერ ჟიურის გამომცხადებლად დანიშნულმა ალანნა მელემ თავისი სიტყვა დაასრულა ფრაზით – “თავისუფლება პალესტინას”. საფრანგეთის წარმომადგენელმა ფინალის დღეს რეპეტიცია შეაჩერა, რათა აუდიტორიისათვის მშვიდობის და სიყვარულის გზავნილი გადაეცა. ირლანდიის წარმომადგენელმა ისრაელის კომენტატორის რეპლიკების გამო, ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების გაერთიანების მიმართ პროტესტი გამოხატა და ამის ნიშნად ერთ-ერთი რეპეტიცია გამოტოვა.

Nemo-ს გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ევროვიზია 2025 წელს შვეიცარიაში ჩატარდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მსოფლიოში ცნობილი არტისტები სოხუმის თეატრის სცენაზე

შემდეგი სტატია

Incognito ფოტო: გიო მაჭავარიანი

ლეგენდარული ბენდი INCOGNITO Republic Event Hall-ის სცენაზე წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი