Wicked-ის კადრს მიღმა სცენებში არიანა გრანდე და სინთია ერივო როლზე დამტკიცებას ემოციურად ხვდებიან

პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე კინოსტუდია Universal Pictures-მა კადრს მიღმა დარჩენილი სცენების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი გმირები პროექტზე საუბრობენ.

2024 წლის ნოემბერში ხმაურიანად დაანონსებული მიუზიკლის, Wicked-ის პირველი ნაწილის პრემიერა შედგება. Wicked ჯონ ემ ჩუს სარეჟისორო ნამუშევარია და ის ბროდვეის ამავე სახელწოდების ცნობილი მიუზიკლის მხატვრული ეკრანიზაციაა. პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე კინოსტუდია Universal Pictures-მა მიუზიკლის კადრს მიღმა დარჩენილი სცენები გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი გმირები პროექტზე საუბრობენ. ვიდეო მიუზიკლს არიანა გრანდეს, სინთია ერივოს და ფილმის რეჟისორის პერსპექტივიდან გვაჩვენებს.

ჯონ ემ ჩუს ბოლოდროინდელი წარმატებული ნამუშევარი – Crazy Rich Asians ეკუთვნის, რომელმაც 2018 წელს მსოფლიო კინოთეატრების ეკრანები დაიპყრო და კინოგაქირავების ერთ-ერთ ლიდერად იქცა. როგორც რეჟისორი ვიდეოში აღნიშნავს, Wicked ის ნამუშევარია, რომლის გადაღებაც ყველაზე მეტად უნდოდა.

Wicked, ერთ-ერთი ის სპექტაკლია, რომელიც ბროდვეის სცენაზე ყველაზე დიდი ხანია იდგმება. რაც შეხება მის ეკრანიზაციას, მთავარ როლს ასრულებს არიანა გრანდე, რომელმაც ახლახან Billboard 200-ის ჩარტის ლიდერი ალბომი გამოსცა. არიანა გრანდე კეთილი ჯადოქრის, გლინდას გმირს განასახიერებს, მისი მოწინააღმდეგე კი უარყოფითი პერსონაჟია, რომელსაც ელფაბა ჰქვია და მის როლშიც მაყურებელი სინთია ერივოს იხილავს.

კასტინგის ამსახველ ვიდეოში სინთია ერივო ამბობს: „ჩემს 25-ე დაბადების დღეზე მიუზიკლი ვნახე. აქამდე არასდროს მომესმინა და მენახა რაიმე მსგავსი.” წლების წინ ერივომ მიუზიკლში The Color Purple მთავარი როლი შეასრულა და ტონის ჯილდოც მიიღო. გარდა ამისა, ერივო ფლობს გრემის და ემის ჯილდოებს.

არიანა გრანდეს მუსიკალური კარიერა საყოველთაოდ ცნობილია. რაც შეეხება მის სამსახიობო კარიერას, 2008 წელს გრანდეს დებიუტი შედგა ბროდვეის სცენაზე, როდესაც მან ითამაშა მიუზიკლში, სახელწოდებით „13”.

„მე მქონდა შესაძლებლობა, რომ Wicked ბროდვეის სცენაზე თავისი თეატრალურ შემადგენლობით მენახა მაშინ, როცა 10 წლის ვიყავი,” – აღნიშნავს არიანა ვიდეოში. „ეს არის ის ნამუშევარი, რომელსაც ვუსმენ, როდესაც ვნერვიულობ. ვუსმენ როდესაც მჭირდება გაქცევა, როდესაც კომფორტი მჭირდება.” როგორც არტისტი ამბობს, თავის პირველ კასტინგზე ძალიან ღელავდა.

ვიდეო ასახავს იმ მომენტებს, როცა არიანა გრანდემ და სინთია ერივომ კასტინგის შედეგები გაიგეს, ასევე იმას, თუ რამდენად ემოციური იყო მსახიობებისათვის პროექტში დამტკიცება. „დიდი გზა გამოვიარე და ძალიან მადლობელი ვარ. ჩემს ცხოვრებაში ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამის ნაწილი გავხდებოდი,” – ამბობს ერივო.

არიანა გრანდესთან და სინთია ერივოსთან ერთად მიუზიკლის ეკრანიზაციაში ასევე მონაწილეობს ჯეფ გოლდბლუმი, რომელიც ჯადოქარი ოზის როლს განასახიერებს. სამსახიობო გუნდშია ჯონათან ბეილიც, რომელიც მაყურებლის დიდმა აუდიტორიამ სერიალ „ბრიჯერტონიდან“ გაიცნო. კინოსურათში ასევე ვიხილავთ ოსკარის მფლობელ მსახიობ მიშელ იოს, რომელიც მიუზიკლის ანტაგონისტი გმირის, მადამ მორიბლის როლს ასრულებს.

Wicked ორ ნაწილად გამოვა. პირველი ნაწილს პრემიერა 27 ნოემბერს იგეგმება, მეორე ნაწილს კი მაყურებელი 2025 წლის 26 ნოემბერს იხილავს. Wicked-ის ტრეილერი კინოსტუდია Universal Pictures-მა 2024 წლის სუპერ ბოულის ფინალური შოუს დროს წარადგინა.

ნახეთ Wicked-ის კადრს მიღმა ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ცნობილი ჯაზ-საქსოფონისტი დევიდ სენბორნი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

TBILISI NEWCOMERS 2024

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი