ცნობილი ჯაზ-საქსოფონისტი დევიდ სენბორნი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

მუსიკოსი სიმსივნეს ებრძოდა.
დევიდ სენბორნი
Paul Natkin/Getty Images

78 წლის ასაკში ცნობილი ჯაზ-საქსოფონისტი დევიდ სენბორნი გარდაიცვალა. მუსიკოსი სიმსივნეს ებრძოდა. ინფორმაცია სენბორნის სოციალური მედიის გვერდებზე დადასტურდა:  

„ბატონი სენბორნი 2018 წლიდან პროსტატის სიმსივნეს ებრძოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბოლო წუთამდე ახერხებდა მუსიკალური კარიერის გაგრძელებას. მას უკვე 2025 წლისთვისაც კი დაგეგმილი ჰქონდა კონცერტები,” – ვკითხულობთ განცხადებაში.  „დევიდ სენბორნი თანამედროვე პოპისა და ჯაზის პიონერი იყო. როგორც ამბობენ, მან როკ-ენ-როლში საქსოფონი დააბრუნა.” 

კარიერის განმავლობაში სენბორნი უკრავდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ სტივი უანდერი, დევიდ ბოუი, ბი ბი კინგი, პოლ საიმონი, ელტონ ჯონი, ჩაკა ხანი, ბრუს სპრინგსტინი, არეტა ფრანკლინი, მიკ ჯაგერი და სხვები.

როგორც დამოუკიდებელი არტისტი, სენბორნი 17 ალბომით არის შესული Billboard 200 ჩარტში. ის არის 6 გრემის მფლობელი სხვადასხვა კატეგორიაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ბილბორდი” 2024 წლის GLAAD Media Award-ის გამარჯვებული გახდა

შემდეგი სტატია

Wicked-ის კადრს მიღმა სცენებში არიანა გრანდე და სინთია ერივო როლზე დამტკიცებას ემოციურად ხვდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი