ნახეთ ბილი აილიშის 90-იანი წლებით შთაგონებული მუსიკალური კლიპი Lunch

პოპ-ვარსკვლავის ახალი ალბომი სახელწოდებით Hit Me Hard and Soft კლიპის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა.


პარასკევს, 17 მაისს, ბილი აილიშმა მესამე სტუდიური ალბომი, Hit Me Hard and Soft გამოსცა და იმავე დღეს მუსიკოსმა პროექტის პირველი მუსიკალური ვიდეო-კლიპი, Lunch გამოაქვეყნა, რომელიც 90-იანი წლების პერიოდით არის შთაგონებული.

ვიდეო-კლიპი 90 იანი წლების ვიზუალით და გამომსახველობითი კადრებით გამოირჩევა, სადაც დიდი ზომის ტანისამოსში გამოწყობილი მუსიკოსი თავის კლონებთან ერთად მღერის და ცეკვავს.

ალბომი Hit Me Hard and Soft ბილი აილიშის უფროს ძმის, ფინეასის პროდიუსერობით არის შექმნილი. ბილი აილიშის მესამე სტუდიური ალბომი ჯამში 10 ტრეკს მოიცავს. მისი ორივე ალბომი  When We All Fall Sleep, Where Do We Go? და Happier Than Ever, ბილბორდ 200-ში პირველ ადგილს სამი კვირის განმავლობაში იკავებდა.  

„მთელი ეს პროცესი მიტოვებს შეგრძნებას, თითქოს იმ გოგოსთან ვბრუნდები, ვინც ადრე ვიყავი. მე მას ყველაფერში ვეძებდი, თითქოს მსოფლიომ და მედიამ ის დაახრჩო, და არც მახსოვს როდის დაიკარგა.” განუცხადა Rolling Stone-ს აპრილში ბილი აილიშმა.

ნახეთ ბილი აილიშის მუსიკალური კლიპი Lunch:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

4GB-ის წლევანდელი ფესტივალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გაუქმდა

შემდეგი სტატია

ANIK - mixtape 91011

ANIK-ის სადებიუტო მიქსთეიფი  – 91011

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი