არიანა გრანდე ახალ მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს

პოპ-ვარსკვლავმა ინსტაგრამზე მუსიკალური კლიპის, The Boy Is Mine-ის თიზერ ვიდეო გამოაქვეყნა
არიანა გრანდე 2024 წლის Met Gala-ზე. ფოტო: დია დისაპული
არიანა გრანდე 2024 წლის Met Gala-ზე. ფოტო: დია დისაპული

არიანა გრანდეს ახალი მუსიკალური კლიპის, The Boy Is Mine-ის თარიღი უკვე ცნობილია. ორშაბათს, 27 მაისს, მომღერალმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ კლიპი 7 ივნისს გამოქვეყნდება.

ერთი კვირის წინ არიანა გრანდემ ინსტაგრამზე რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც, თაყვანისმცემლების ვარაუდით, ახალი მუსიკალური ვიდეოს გადასაღებ მოედანზე იყო გადაღებული.

რეჟისორი კრისტიან ბრესლაური, რომელიც არიანა გრანდეს ორ მუსიკალურ ვიდეოზე, Yes, And? და We Can’t Be Friends (Wait for Your Love)-ზე მუშაობდა, არიანას პოსტზე წერს: „აიღე პოპკორნი და მოემზადე, აქტი III – მალე.“

აღსანიშნავია, რომ არიანა გრანდეს მარტში გამოქვეყნებული სინგლი We Can’t Be Friends ბილბორდის პოპ Airplay-ის ჩარტში პირველ ადგილზეა. სინგლი გამოსვლიდან ერთ კვირაში ბილბორდის საუკეთესო ასეულში პირველ ადგილზე მოხვდა და ამავე კვირაში პოპ-ვარსკვლავის მეშვიდე სტუდიური ალბომი Eternal Sunshine ბილბორდ 200-ის ალბომების ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა.

ნახეთ არიანა გრანდეს მუსიკალური ვიდეო კლიპის თიზერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tbilisi Open Air ქართველი მუსიკოსების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

ფილმ Emilia Perez-ის მსახიობები სელენა გომესი, ზოე სალდანია, კარლა სოფია გასტონი და ადრიანა პასი კანის 77-ე ყოველწლიურ კინოფესტივალზე. ფოტო: ანდრეას რენცი

2024 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ Emilia Pérez-ის ქალ მსახიობთა გუნდს საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი