რიანამ ქალ არტისტებს შირის ახალი მუსიკალური რეკორდი დაამყარა

ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ ვარსკვლავს ოთხი ახალი ე.წ. ბრილიანტის სერტიფიკატი მიანიჭა.
ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ (RIAA) რიანას ოთხ ტრეკს ე.წ. ბრილიანტის სერტიფიკატი მიანიჭა. საერთო ჯამში რიანა შვიდ ბრილიანტის სერტიფიკატს ფლობს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქალ არტისტებს შორის. 31 მაისს სერტიფიკატი ოფიციალურად  მიიღო ისეთმა ცნობილმა ჰიტებმა, როგორებიც არის: Umbrella, Work, Needed Me და Stay. 

ამ შედეგით რიანა მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ქალი მუსიკოსია, რომლის შვიდი სინგლი ბრილიანტის სერტიფიკატის მფლობელია. ამ ფაქტს ვარსკვლავი სოციალურ ქსელ X-ზე პოსტით გამოეხმაურა. მსმენელებმა რიანას ახალი რეკორდი მიულოცეს და ამავდროულად შეახსენეს, რომ 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თავისი ბოლო ალბომი – Anti გამოსცა. 

რაც შეეხება სერტიფიკატის მფლობელ ტრეკებს, Umbrella რიანამ და Jay-Z-მ 2007 წელს წარადგინეს. ნამუშევარმა Billboard-ის Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა და ის რიანას ყველაზე მნიშვნელოვან პირველ მსოფლიო ჰიტად იქცა, რამაც არტისტის შემდგომი კარიერა განსაზღვრა. Work რიანამ და დრეიკმა 2016 გამოსცეს. ეს ტრეკიც, Umbrella-ს მსგავსად, Billboard-ის Hot 100-ის ჩარტის  ლიდერი გახდა. Stay 2012 წლის სინგლია, რომელიც შესულია ალბომში Unapologetic. სიმღერა Billboard  Hot 100-ის მესამე ადგილზე მოხვდა, 2016 წლის სინგლი Needed Me კი ამავე ჩარტში მე-7 ადგილს იკავებდა.  

ამ ოთხი ტრეკის გარდა ბრილიანტის სერტიფიკატს ასევე ფლობს შემდეგი მუსიკალური ნამუშევრები:   Love the Way You Lie, Diamonds და We Found Love. 

ნახეთ პოსტი, რომლითაც რიანა თავის მუსიკალურ რეკორდს გამოეხმაურა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ABBA - ფოტო: ბილი ვოლში

ჯგუფმა ABBA შვედეთის პრესტიჟული ჯილდო, რაინდის წოდება მიიღო

შემდეგი სტატია

ეკატერინე გოგლიძე - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ეკატერინე გოგლიძე – ინგლისში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, რომელმაც Warner Music Group-თან ხელშეკრულება გააფორმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი