ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და მოდის სამყაროს გავლენიანი ფიგურა, ფრანსუაზ არდი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მას დიდი გავლენა ჰქონდა ისეთ მუსიკოსებზე, როგორებიც არიან ბობ დილანი და მიკ ჯაგერი.
ფოტო: Blandford/Mirrorpix/Getty Images

ფრანგი პოპ მუსიკოსი, მსახიობი და მოდელი ფრანსუაზ არდი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს. მას დიაგნოზი ჯერ კიდევ 2004 წელს დაუსვეს. 2015 წელს არტისტის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა, როცა კომაში ჩავარდა. ფრანგი ვარსკვლავის  გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა, მუსიკოსმა თომას დუტრონმა გაავრცელა. 

ფრანსუაზ არდი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ფრანგი ვარსკვლავი იყო. იგი 1944 წელს პარიზში დაიბადა და ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ქალაქში გაიზარდა. არდი ბავშვობიდან მუსიკისადმი ინტერესით და ნიჭით გამოირჩეოდა. როცა 18 წლის იყო მუსიკალურ ლეიბლთან გააფორმა კონტრაქტი და მისი პირველივე სინგლი ჰიტად იქცა. 

ფრანსუაზ არდი მელანქოლიური ბალადებით იყო ცნობილი და მის სიმღერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იცნობდნენ. ვარსკვლავი გამორჩეული იყო თავისი იმიჯით და სტილის შეგრძნებითაც, რაც განსაკუთრებით ხიბლავდა მის ახალგაზრდა აუდიტორიას. არდიმ დიდ წარმატებას მიაღწია მოდის ინდუსტრიაშიც იგი ისეთ დიზაინერების მუზად იქცა, როგორებიც ივ სენ ლორანი და პაკო რაბანი იყვნენ. 

როგორც მომღერალს, მას დიდი გავლენა ჰქონდა ისეთ მუსიკოსებზე, როგორებიც არიან ბობ დილანი და მიკ ჯაგერი. არდის თაყვანისმცემლებს შორის იყო დევიდ ბოუიც. რაც შეეხება არტისტის სამსახიობო კარიერას, იგი თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორთან, როგორიც მაგალითისათვის გოდარია. 

ფრანსუაზ არდი იმ არტისტებს შორისაა, რომლებიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ფრანგული სახელოვნებო სივრცის სახედ იქცნენ. 2023 წელს არდი ჟურნალმა Rolling Stone-მა ყველა დროის 200 საუკეთესო არტისტს შორის დაასახელა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ადამიანის ხმა” – გიორგი გიგაშვილისა და კატო კვარაცხელიას სოლო კონცერტი 

შემდეგი სტატია

Billboard-მა Bud Light-თან ერთად მუსიკალური პროექტი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სანათა ძაძამია - (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

სოხუმის დაცემიდან 48 საათით ადრე – მსახიობის მოგონება აფხაზეთის ომზე

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. უფროს ძმას თავისი 15 წლის და ბაბუშერის აეროპორტში მიჰყავს, რათა ინტენსიურ დაბომბვასა და…
მეტი
პრანისკა მიშრა America’s Got Talent-ში

9 წლის პრანისკა მიშრამ America’s Got Talent-ში ტინა ტერნერის კლასიკად აღიარებული სიმღერა საოცარად შეასრულა

ახალგაზრდა მომღერალმა პრანისკა მიშრამ მის მუსიკალურ შთაგონებად ტინა ტერნერი, არეტა ფრანკლინი და უიტნი ჰიუსტონი დაასახელა
მეტი