ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი უკვე ორი თვეა Billboard 200-ის ჩარტის ლიდერია

The Tortured Poets Department ტეილორ სვიფტმა 19 აპრილს გამოსცა.
ფოტო: ბეთ გარაბრენტი

ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი The Tortured Poets Department ალბომების ჩარტის, Billboard 200-ის ლიდერია. ამ პოზიციას ნამუშევარი უკვე 8 კვირაა ინარჩუნებს. 2023 წლის შემდეგ The Tortured Poets Department პირველი ალბომია, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩარტის პირველ ადგილზეა წარმოდგენილი. გასული წლის რეკორდი მორგან უოლენს ეკუთვნის, რომლის ალბომი One Thing at a Time ჩარტში 12 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

საერთო მონაცემებით ეს მომღერლისათვის Billboard 200-ის ლიდერის სტატუსის ფლობის 77-ე კვირაა. ამ შედეგით ტეილორ  სვიფტი სოლო შემსრულებლებს შორის თავის რეკორდულ მაჩვენებელს კიდევ უფრო აუმჯობესებს. 

Billboard 200-ის მუსიკალური ჩარტი კვირის განმავლობაში შეერთებული შტატების მასშტაბით ყველაზე პოპულარული ალბომების სარეიტინგო სიას გვთავაზობს. ჩარტი ოფიციალური მთვლელის, Luminate-ის მონაცემებს ეყრდნობა. თავის მხრივ, Luminate ალბომის სარეიტინგო მაჩვენებლის შესადგენად ითვალისწინებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიც არის გაყიდვები, ასევე ტრეკების ჩამოტვირთვისა და სტრიმების მაჩვენებელი. 

The Tortured Poets Department ტეილორ სვიფტმა 19 აპრილს გამოსცა. ეს მისი მე-11 სტუდიური ალბომი და პირველი ახალი მუსიკალური ნამუშევარია მას შემდეგ, რაც 2022 წელს Midnights ჩაწერა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ Tony Award-ის გამარჯვებულთა სია

შემდეგი სტატია

„მგზავრების” გზავნილი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩამდე: ნახეთ ახალი სიმღერის ვიდეოკლიპი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი