მაიამის სანაპიროზე Diddy-ის დღე აღარ აღინიშნება

Miami Beach-ის კომისიამ Diddy-ის დღე 2016 წლის 13 ოქტომბერს დააწესა.
Diddy
Diddy

შონ კომბსის (Diddy) მიერ კეისი ვენტურას მიმართ ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ რეპერი მის გარშემო არსებულ ყველა ბრალდებას ისევ უარყოფს.

Miami Herald-ის ცნობით, „მაიამი ბიჩის“ კომისიამ 13 ოქტომბერს რეპერისადმი მიძღვნილი დღე Diddy Day გააუქმა, რომელიც  2016 წელს დააარსა.

გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება განხილვის გარეშე 26 ივნისს იქნა მიღებული. Diddy იყო „მაიამი ბიჩის“ ვარსკვლავების კუნძულის საზოგადოების მთავარი წევრი. მარტში ფედერალურმა ბიურომ Diddy-ის მაიამის სახლი და ასევე ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი გაჩხრიკა.

ივნისის დასაწყისში  Diddy-მ ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, ნიუ-იორკს ქალაქის სიმბოლური გასაღებიც დაურბრუნა. ქალაქის სიმბოლური გასაღები 1702 წლიდან გადაეცემა მოქალაქეს და ის ნიუ-იორკში სამოქალაქო აღიარებისა და მადლიერების სიმბოლოს მნიშვნელობის მატარებელია.

„მკაცრად ვგმობ ამ ქმედებებს და სოლიდარობას ვუცხადებ ოჯახური და გენდერული ძალადობის ყველა მსხვერპლს”- წერს ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი.

ჰოვარდის უნივერსიტეტმა  Diddy-სადმი მინიჭებული საპატიო ხარისხის წოდება Diddy-ს სახელობის სტიპენდიის პროგრამაც გააუქმა, მას შემდეგ, რაც „სიენენმა” ლოს-ანჯელესის სასტუმროში სათვალთვალო კამერით  2016 წელს გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც Diddy კეისი ვენტურას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

Diddy-მ კადრების გავრცელების შემდეგ საჯაროდ მოიხადა ბოდიში, თუმცა გასულ კვირას ინსტაგრამის ანგარიში გაასუფთავა და ყველა პოსტი წაშალა. მათ შორის ბოდიშის ვიდეოც.

„გაბრაზებული ვიყავი, არ ვამართლებ საკუთარ თავს, ამ ვიდეოში ჩემი საქციელი უპატიებელია და სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას. საზიზღარი ვიყავი როცა ეს ჩავიდინე და საზიზღარი ვარ ახლაც.“ – ამბობდა Diddy.

კეისი ვენტურა და Diddy 2007 წლიდან თითქმის ათი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. კეისი ვენტურამ რეპერს 2023 წელს უჩივლა. ის ამტკიცებდა, რომ მუსიკოსი მასზე გამუდმებით ძალადობდა. მართალია, ვენტურას სარჩელი მეორე დღესვე მორიგებით დასრულდა, თუმცა 2024 წლის 17 მაისს „სიენენმა” 2016 წელს გადაღებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც რეპერი ვენტურას სასტუმროს დერეფანში ფიზიკურად უსწორდება. მიუხედავად იმისა, რომ Diddy-მ ვენტურას თავდაპირველი ბრალდებები უარყო, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მან საჯაროდ მოიხადა ბოდიში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლანა დელ რეი და Quavo ერთობლივი ნამუშევრის გამოცემის თარიღს აანონსებენ

შემდეგი სტატია

კამილა კაბეიომ ახალი ალბომი – C,XOXO გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი ლოს-ანჯელესის ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს
მეტი

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.
მეტი
Post Malone - 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში. ფოტო: ნინა ვესტერველტი

Post Malone-მა ჰიუსტონის ბარში მომუშავე მარტოხელა დედას 20, 000 დოლარი გადასცა

“შობისწინა ღამეს მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები," – თქვა ბარმენმა რენე ბრაუნმა.
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი

საქართველოში არსებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები რეპრესიების წინააღმდეგ ერთიანდებიან და სოლიდარობის მსვლელობას მართავენ

რეპრესიების წინააღმდეგ მიმართული სოლიდარობის მარში დღეს, 13 დეკემბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
მეტი