ფესტივალი „Art-გენი“ 2024 იწყება

ფესტივალის რეგიონული ტურნე 14 ივლისს დაიწყება თბილისში კი „Art-გენი“ სტარტს 19 ივლისს აიღებს.

დიდი ეთნოგრაფიული თავგადასავალი, ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „Art-გენი“ 2024, იწყება.

ფესტივალის პირველი რეგიონული ტურნე ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროს ამფითეატრში  გაიმართება. ეს არის ადგილი, სადაც ვარინკა წერეთელმა ყველასთვის ნაცნობი სიმღერა „სულიკო“ შექმნა.

ფესტივალი „Art-გენი“ წელს უკვე 21-ე სეზონს ატარებს. ეს არის ფესტივალი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა.

ფესტივალი ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 19 – 20 – 21 ივლისს და 26 – 27 – 28 ივლისს, ჩატარდება.  თბილისში, ფესტივალის პირველ დღეს, „Art-გენის“ სცენას ბენდი „ჩვენებურები“  გახსნის. ამავე დღეს საღამო დებიუტანტი შემსრულებლით, „თემურიკო დიასამიძე და მეგობრების“ კონცერტით დასრულდება.  ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალის მეორე დღეს სცენა GAGA FRANI-ს დაეთმობა.  21 ივლისს, მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე  და „ინსაითი“  წარდგება,  26 ივლისს ფესტივალი  REGGAEON-ის კონცერტით გაგრძელდება,  27 ივლისის დასკვნით კონცერტს  კი „სუხიშვილები“   გამართავენ. 28 ივლისს „Art-გენის“ თბილისის ტური  „33ა“-ს კონცერტით დაიხურება. 

ფესტივალის რეგიონული ტურნე 3 აგვისტოს, დმანისის რაიონში, პანტიანის ტბაზე REGGAEON-ისა და SHEREKILEBI-ს კონცერტით  დასრულდება. 

წელს ფესტივალი ოთხი ქვეყნიდან ჩამოსულ (ჩეხეთი, სამხრეთ კორეა, პოლონეთი და ისრაელი) მუსიკოსებს უმასპინძლებს.

ფესტივალ „Art-გენის“ ძირითადი მიზანი ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა, რომლის გარშემოც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლები იყრიან თავს.  ფესტივალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარებაში. მათი დამსახურებით, აუდიტორიამ არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო.

წლების განმავლობაში „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ნიმუშები. 

Art-გენი 2024-ის სპონსორები არიან:  „ავერსი“,  „საგურამო სტეიჯი“, „ნატახტარი“ „მთის“, „მილდიანი“. მხარდამჭერები: თბილისის  მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ფესტივალის რეგიონული ტურნეს მხარდამჭერები კი არიან:  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, დმანისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემინემის ახალმა ალბომმა მსმენელების აღფრთოვანება გამოიწვია

შემდეგი სტატია

მუსიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები ტრამპის მკვლელობის მცდელობას სოციალურ ქსელებში ეხმიანებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი