Mastercard ბერლინელი მუსიკოსის, Matthias Meyer & Stimmhalt-ის საღამოს Iveria Beach-ზე წარმოგიდგენთ

20 ივლისს Mastercard-ის მხარდაჭერით ბათუმში, Iveria Beach-ზე, Matthias Meyer-ის დაუვიწყარი მუსიკალური საღამო გელით
Matthias Meyer
Matthias Meyer

Matthias Meyer-ის განსაკუთრებული პოპულარობა მისი DJ სეტების უნიკალური სტილით არის განპირობებული. მისი, როგორც სელექტორის, შემოქმედება მრავალფეროვანი ჟღერადობით გამოირჩევა და გვთავაზობს როგორც ენერგიულ და ჰარმონიულ ტემპს, ასევე მშვიდ და „ტრაიბალურ“ განწყობას.

გარდა ბერლინის Watergate-ის რეზიდენტობისა, Matthias Meyer იბიცაზე, Hot Since 82-ის Labyrinth ღონისძიების რეზიდენტიც იყო და რეგულარულად უკრავს მთელ მსოფლიოში წამყვან ფესტივალებზე, როგორიცაა: Tobacco Dock London, Liverpool’s Circus, Fabrik Madrid, Rex Paris, Cityfox New York, Brooklyn Mirage, Stereo Montreal, London’s Village Underground, Nordstern Basel, Miami Do Not Sit On The Furniture, Snowbombing Festival, Ibiza’s Hï, Amnesia, Heart, Akasha და ა.შ.  

საღამოს ქართველი მუსიკოსი დავით ღვაბერიძე, იგივე Stimmhalt გახსნის. დავითის მუსიკალური კარიერა თბილისის კლუბებიდან დაიწყო და ახლა საერთაშორისო ფესტივალებსა და კლუბებს მოიცავს, მათ შორის Burning Man, Decibel Festival, Showbox Seattle, Echowaves, Summer Set Festival, Lost Paradise, Peace & Love. 

ბათუმში, Iveria Beach-ზე Matthias Meyer & Stimmhalt -ის მუსიკალური საღამოზე დასასწრები ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ tkt.ge-ზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკალა ზუბიაშვილი (Nikala)

მუსიკოს ნიკალა ზუბიაშვილის (Nikala) ახალი სინგლი – Old Times

შემდეგი სტატია

ტატო კოტეტიშვილის მხატვრული ფილმი „წმინდა ელექტროენერგია“

ტატო კოტეტიშვილის მხატვრული ფილმი „წმინდა ელექტროენერგია“ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ამერიკაში მოღვაწე ქართველი არტისტი Nitepunk ახალ მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს

მუსიკოსი შეერთებულ შტატებში 2015 წელს გადავიდა და ამჟამად მსოფლიო Dance Music სცენის ამომავალ ვარსკვლავებს შორისაა.
მეტი

17 აგვისტოს „სოციალური სივრცე“ საერთაშორისო ფენომენად ქცეულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

Starring Georgia-ს ფარგლებში „სოციალური სივრცის“ სცენა ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ ფესტივალს, All Day I Dream-ს დაეთმობა.
მეტი

Iveria Beach-ის ზაფხულის მუსიკალური სეზონი დაიწყო – მსმენელის წინაშე გერმანიაში მოღვაწე არტისტი BONDI წარდგება

Iveria Beach მთელი სეზონის განმავლობაში დატვირთულია მუსიკალური საღამოებით, რომელთა დროსაც აუდიტორიის განწყობაზე ზრუნავენ ცნობილი და გამორჩეული უცხოელი თუ ადგილობრივი არტისტები.
მეტი