კიმ და ქლოი კარდაშიანებმა ანდრეა ბოჩელისთან ერთად ცნობილი ინტერვიუთი შთაგონებული სახალისო ვიდეო გამოაქვეყნეს

„ვინ იმღერა ჩემს ქორწილში? ანდრეა ბოჩელიმ. ვინ იმღერა კორტნის ქორწილში? ანდრეა ბოჩელიმ,” – თქვა კიმ კარდაშიანმა 2023 წელს გავრცელებულ ინტერვიუში.
David Becker/Getty Images / Fontainebleau Las Vegas

წლებია, რაც კარდაშიანების რეალური შოუს მაყურებელი კიმ კარდაშიანისა და კორტნი კარდაშიანის კამათს ადევნებს თვალს. მათი დაპირისპირების ერთ-ერთი ამსახველი ვიდეო ინტერნეტ მიმადაც იქცა. ეს არის ფრაგმენტი შოუდან, სადაც კიმ კარდაშიანი კამერის წინ ამბობს, რომ კორტნიმ მას მიბაძა და თავის ქორწილში ანდრეა ბოჩელი მიიწვია.

ახლახან კი ინტერნეტში გამოქვეყნდა სახალისო ვიდეო, რომელიც სწორედ ამ მიმით არის შთაგონებული. ვიდეოში კიმი და ქლოი კარდაშიანები ანდრეა ბოჩელისთან ერთად არიან გადაღებული, ფონად კი კიმის ინტერვიუს ჩანაწერი ისმის.

მიმი ინტერნეტში 2023 წლის ზაფხულში გავრცელდა. ეს არის ფრაგმენტი ეპიზოდიდან, სადაც კიმი კამერას მიმართავს და ამბობს, რომ კორტნიმ ქორწილში Dolce & Gabbana ჩაიცვა, რადგან ის კიმის ერთ-ერთი რჩეული ბრენდია. კიმ კარდაშიანმა მისი და კანიე უესტის ქორწილთან მსგავსების სხვა დეტალებიც გაიხსენა. „ვინ იმღერა ჩემს ქორწილში? ანდრეა ბოჩელიმ. ვინ იმღერა კორტნის ქორწილში? ანდრეა ბოჩელიმ,” – თქვა კიმ კარდაშიანმა და აღნიშნა, რომ ანდრეა ბოჩელი მისი ყველა დროის ყველაზე საყვარელი მომღერალია.

ამ ინტერვიუს ფრაგმენტის ახლებური ინტერპრეტაცია, რომელშიც თავად ანდრეა ბოჩელიც გამოჩნდა, ქლოი კარდაშიანმა თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ნახეთ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

eZo Festival-ის ფერადი დღეები გრძელდება

შემდეგი სტატია

Iveria Beach – ხარისხიანი მუსიკა, გამორჩეული სერვისი და უნიკალური გარემო

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი