ჯეკ უაითმა ახალი ალბომი ფარულად გამოსცა და ის მხოლოდ ლეიბლ Third Man Records-ის მაღაზიებშია ხელმისაწვდომი

ჯეკ უაითის წინა ალბომი, Entering Heaven Alive, 2022 წელს გამოიცა.
ჯეკ უაითი | ფოტო: დევიდ ჯეიმს სვანსონი
ჯეკ უაითი | ფოტო: დევიდ ჯეიმს სვანსონი

ჯეკ უაითმა ახალი ალბომი გამოსცა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ არ გაჟღერებულა. როგორც ჩანს, როკ-ვარსკვლავმა  ალბომის გასავრცელებლად ახალი ხრიკი მოძებნა.  19 ივლისს ლეიბლ Third Man Records-ის მაღაზიის თანამშრომლები მომხმარებლებს ალბომს ჩანთებში ჩუმად უდებდნენ.

მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ბლოგის, Stereogum-ის თანახმად, ინფორმაცია Reddit-ზე გავრცელდა, სადაც ერთ-ერთი მელომანი წერს, რომ იდუმალი ვინილი სახელწოდებით No Name ლონდონში Third Man Records-ის მაღაზიაში მიიღო. 

„დღეს Third Man Records-ის მაღაზიის თანამშრომელმა ვინილი ჩანთაში ჩამიდო, მეგონა, ეს ალბომის დემო ვერსია იყო, თუმცა მაღაზიის თანამშრომელს ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა, მან უბრალოდ მითხრა, რომ ამას მენეჯმენტის დავალებით აკეთებს. 

ანალოგიური შემთხვევა Reddit-ის ფორუმზე სხვა ადამიანმაც დაწერა, როდესაც იგი ნეშვილში, Third Man Records მაღაზიაში იმყოფებოდა. „შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ჯეკ უაითის ახალი ალბომია. მოვისმინე და საკმაოდ კარგია.“

გავრცელებული ინფორმაციით, ალბომი 13 სიმღერას შეიცავს. უაითის წინა ალბომი,  Entering Heaven Alive, 2022 წელს გამოიცა, რომელშიც სინგლები If I Die Tomorrow, Love Is Selfish და Queen of the Bees არის შესული

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Cardi B პოდკასტის წამყვანის, ჯო ბადენის კრიტიკას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

ტონი ბენეტი და Lady Gaga Radio City Music Hall-ში 2021 წლის 5 აგვისტოს ნიუ-იორკში. ფოტო: კევინ მაზური

Lady Gaga-მ  გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ტონი ბენეტს პატივი მიაგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი