კამალა ჰარისი მხარდამჭერებს თავისუფლებას ბიონსეს ამავე სახელწოდების სიმღერის ფონზე ჰპირდება 

ვიცე-პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის ვიდეოს აქვეყნებს.
კამალა ჰარისი
Kevin Dietsch/Getty Images

როგორც ჩანს, კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიის ოფიციალური სიმღერა იპოვა. რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრეზიდენტი საკუთარ გუნდთან შეხვედრაზე ბიონსეს Freedom-ის ფონზე წარდგა. ახლა კი თავისი პირველი საარჩევნო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სწორედ 2016 წლის ეს ჰიტი ჟღერს. 

ვიდეოში, რომელიც ჰარისმა სოციალურ მედიაში გაავრცელა, ვიცე-პრეზიდენტი მხარდამჭერებს კითხვით მიმართავს: „როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება?”

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ ქაოსის, შიშისა და სიძულვილის ქვეყანაში უნდა ვცხოვრობდეთ,” – განაგრძობს ჰარისი, რომლის სიტყვებიც დონალდ ტრამპის კადრებით არის გადაფარული. „მაგრამ ჩვენ? ჩვენ ვირჩევთ სრულიად სხვა რამეს. ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას.” 

„თავისუფლება არა იმისთვის, რომ უბრალოდ ვიცხოვროთ, არამედ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. თავისუფლება იმისთვის, რომ დაცულები ვიყოთ იარაღით ძალადობისგან. თავისუფლება იმისთვის, რომ ჩვენს სხეულთან დაკავშირებულ არჩევანს თავად ვაკეთებდეთ… ჩვენ გვჯერა ამერიკის პირობის და მზად ვართ, ვიბრძოლოთ მისთვის. რადგან როცა ვიბრძვით, ვიგებთ.”

სიმღერა Freedom, კენდრიკ ლამარის მონაწილეობით, შესულია ბიონსეს 2016 წლის Billboard 200-ის ლიდერ ალბომში Lemonade. როგორც ჩანს, 8 წლის შემდეგ მომღერალმა ჰარისს სიმღერის საარჩევნო კამპანიაში გამოყენების ნება დართო. „სიენენის” ცნობით, ბიონსემ ნებართვა ძალიან სწრაფად გასცა, სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე, სანამ ჰარისი საკუთარი გუნდის წინაშე წარდგებოდა. 

კამალა ჰარისის მხარდამჭერთა რიცხვშია ბიონსეს დედა ტინა ნოულზიც. მან სოციალურ ქსელში ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტო და ჰარისის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.  

ნახეთ კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეი-ზისა და ალიშა კისის Empire State of Mind ბრილიანტის სერტიფიკატის მფლობელია

შემდეგი სტატია

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი