ლიზო ერთწლიან შემოქმედებით პაუზას იღებს

მომღერალი ბალიზე იმყოფება.
ლიზო
AB+DM

ლიზო ბალიზე იმყოფება და შესაძლოა იქ კიდევ გარკვეული დროით დარჩეს. 

„ერთწლიან პაუზას ვიღებ და ჩემს სიმშვიდეს ვიცავ,” – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე. 

ცოტა ხნის წინ ლიზომ გამომწერებისთვის ინდონეზიაში ვიზიტის გაზიარება დაიწყო. ერთ-ერთ პოსტში ის წერდა: „სამწუხაროდ, ბევრი ბიკინის ფოტოს დადება მომიწევს.” ინსტაგრამის სთორიში კი მომღერალმა ბალის აივნიდან ვარჯიშის ვიდეოც გამოაქვეყნა. 

ზაფხულამდე ვარსკვლავმა გულშემატკივარს თავისი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. „ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ ბოლო 10 თვის განმავლობაში,” – წერდა ლიზო ინსტაგრამზე მაისში. „უცნაური ამბავი დეპრესიის დროს ის არის, რომ ვერ ხვდები, რომ დეპრესიაში ხარ, სანამ იქიდან არ გამოხვალ. Რა თქმა უნდა, ისეთი უდარდელი არ ვარ, როგორიც ვიყავი, მაგრამ ის შავი ღრუბელი, რომელიც სულ თან დამყვებოდა, როგორც იქნა, იწმინდება. ჩემი ღიმილი ისევ ჩემს თვალებს სწვდება და ეს გამარჯვებაა.”

მანამდე, მარტში ლიზომ იმედგაცრუება გამოხატა მის მიმართ არსებული საჯარო კრიტიკის გამო: „დავიღალე იმის ატანით, რომ ყველა მე მაკრიტიკებს ცხოვრებასა თუ ინტერნეტში. ერთადერთი, რაც მინდა, მუსიკის კეთებაა და ამით ადამიანებისთვის ბედნიერების მოტანა. მაგრამ უკვე ვიჯერებ, რომ სამყაროს ეს არ უნდა. მუდმივად მიწევს ტყუილებთან გამკლავება, რომლებსაც ჩემზე ამბობენ. დამცინიან იმის გამო, როგორც გამოვიყურები.  მაკრიტიკებენ ისეთი ადამიანები, ვინც არ მიცნობენ. მე ამ ყველაფერზე ხელი არ მომიწერია. ამიტომ, მივდივარ.”

შემდეგ კი ლიზომ ახსნა, რომ აღნიშნული პოსტი არ ნიშნავდა კარიერაზე უარის თქმას. „უნდა დავაზუსტო: როცა ვამბობ, რომ მივდივარ, ვგულისხმობ, რომ უარს ვამბობ, ყურადღება მივაქციო ნებისმიერ ნეგატიურ ენერგიას. მე არ ვაპირებ, უარი ვთქვა ჩემი ცხოვრების ბედნიერებაზე, რაც არის მუსიკის კეთება და რაც კავშირშია ადამიანებთან. ვიცი, რომ მარტო არ ვარ. მე განვაგრძობ სიარულს და ვიქნები ის, ვინც ვარ.”

ახლა კი ლიზო, როგორც ჩანს, ბუნებისა და ვარჯიშის დახმარებით განიტვირთება.

ნახეთ ლიზოს ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრიუს სპრინგსტინი - 2024 წლის 18 ივლისი, სტოკჰოლმი Iwi Onodera/Redferns

ბრიუს სპრინგსტინი გამოსამშვიდობებელი ტურნეს შესახებ ჭორებს უარყოფს – „ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ”

შემდეგი სტატია

სათამაშო

„სათამაშო“ – ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდი თელავიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი