Ali – ანუკა ყიფშიძემ ახალი სინგლი გამოუშვა

ანუკა ყიფშიძის, როგორც სოლო არტისტის დებიუტი 2024 წლის აპრილში შედგა, როცა მან ალბომი Ma Tsa De გამოსცა
ანუკა ყიფშიძე. ფოტო: შიო ხიდაშელი

ქართველმა მუსიკოსმა ანუკა ყიფშიძემ ახალი კომპოზიცია სახელწოდებით Ali გამოუშვა. ნამუშევარი კვლავაც არტისტის მუსიკალურ ხელწერას იმეორებს და ის რეტრო თამაშების საუნდტრეკების ჟღერადობით არის შთაგონებული. 

ანუკა ყიფშიძე: 

„სინგლზე მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ დავიწყე და მალევე დავასრულე. ალი შესაძლოა პერსონაჟადაც აღვიქვათ, რომელიც ცეცხლის ალში ეხვევა და გამოღწევას ცდილობს. გამოაღწევს თუ არა, ეს უკვე მსმენელზეა დამოკიდებული.”

აღსანიშნავია სინგლის ე.წ. ქავერ არტი, რომელზეც ქართველმა ილუსტრატორმა ნუზიმ  იმუშავა. როგორც ანუკა ყიფშიძე ამბობს, აღნიშნულ არტისტთან არაერთი კოლაბორაციული ნამუშევარი აკავშირებს. 

„ის ყოველთვის იმ ემოციებსა და ხასიათს გამოხატავს ნამუშევრებში, რაც ჩემს მუსიკას ან ხმის დიზაინს უფრო მეტად საინტერესოს ხდის,” – ამბობს ანუკა. 

Billboard Geogia-სთან საუბრისას ანუკა ყიფშიძემ აღნიშნა, რომ ამჟამად რამდენიმე ახალ ტრეკსა და EP-ზე მუშაობს. მისი თქმით, სინგლების უმეტესობა თითქმის მზად არის და მსმენელს სულ მალე წარუდგენს. ერთი-ერთ მათგანს მუსიკოსი 25 სექტემბერს გამოუშვებს. 

გულშემატკივარს ანუკა ყიფშიძის მოსმენა მალე კლუბ TES-შიც შეეძლება, სადაც 19 სექტემბერს მისი ლაივი გაიმართება.

ანუკა ყიფშიძის, როგორც სოლო არტისტის დებიუტი 2024 წლის აპრილში შედგა, როცა მან ალბომი Ma Tsa De გამოსცა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ადელი მიუნხენში, 2024 წლის 2 აგვისტო Kevin Mazur/Getty Images for AD

ადელი ლას-ვეგასის რეზიდენციის შემდეგ გრძელვადიან მუსიკალურ პაუზას აიღებს

შემდეგი სტატია

Placebo-მ თბილისში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი