აირჩიეთ კვირის განმავლობაში გამოსული თქვენი ფავორიტი სიმღერა

ხმის მიცემა ამერიკული ბილბორდის ვებ-საიტზე შეგიძლიათ
ტროი სივანი და Charli XCX Magnum Beach-ზე 2024 წლის 16 მაისი, საფრანგეთი, კანი Arnold Jerocki/Getty Images
ტროი სივანი და Charli XCX Magnum Beach-ზე 2024 წლის 16 მაისი, საფრანგეთი, კანი
Arnold Jerocki/Getty Images

ახალი სეზონის პირველი კვირის განმავლობაში ბევრმა არტისტმა მუსიკაში ახალი ეტაპი დაიწყო. The Weeknd-მა ალბომის მთავარი სინგლი გამოსცა, არტისტებმა ტროი სივანიმ და Charli XCX-მა კი შემოდგომა ახალი რემიქსით დაიწყეს.

კანადელმა სუპერვარსკვლავმა The Weeknd-მა ახლახან ახალი ალბომის, Hurry Up Tomorrow-ს მთავარი სინგლი, Dancing in the Flames გამოუშვა. მომავალი ალბომი იმ ტრილოგიის ბოლო ნაწილია, რომლის პირველი ორი ალბომია After Hours-ის და Dawn FM.

ტროი სივანისა და Charli XCX-ის დუეტმა Sweat ტურნეს პარალელურად სიმღერა Talk Talk-ის რემიქსი გამოსცა. ეს არტისტ Charli XCX-ის ერთგვარი რემიქსების სერიის გაგრძელებაა, რომელიც მან  Lorde-თან, ბილი აილიშთან და სხვა არტისტებთან ერთად ზაფხულში ჩაწერა. ახალი ტრეკი ბრიტანელი ალტ-პოპ ვარსკვლავის ახალ რემიქს ალბომშიც შევა, რომლის სახელწოდებაა Brat and It’s Completely Different, but also Still Brat . ალბომი კი 11 ოქტომბერს გამოვა.

ახალი სინგლები მომავალი ალბომებიდან კეტი პერიმ და შონ მენდესმაც გამოსცეს. კეტი პერიმ სიმღერა I’m His, He’s Mine გამოუშვა, სადაც რეპერი Doechii მონაწილეობს. შონ მენდესმა კი სიმღერა Nobody Knows გამოაქვეყნა. ორივე სიმღერის პრემიერა MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე 11 სექტემბერს შედგა.

კვირის განმავლობაში ახალი ტრეკები გამოუშვეს არტისტებმა: Playboi Carti, Tate McRae, FKA Twig, ასევე მომღერალმა მირანდა ლამბერტმა ახალი ალბომი გამოსცა, რომელშიც 14 ტრეკია გაერთიანებული. 

ბილბორდ ამერიკამ გამოკითხვა ჩაატარა, სადაც  თქვენი ფავორიტი სიმღერისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Cure - რობერტ სმიტი Glastonbury-ის ფესტივალზე, 2019 წლის 30 ივნისი. Ian Gavan/Getty Images

სავარაუდოდ The Cure ახალი ალბომის თარიღს დაადასტურებს

შემდეგი სტატია

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF)

ბათუმის საავტორო ფილმების რიგით XIX საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი