სავარაუდოდ The Cure ახალი ალბომის თარიღს დაადასტურებს

დიდი ალბათობით The Cure-ის მე-14 სტუდიურ ალბომს უახლოეს მომავალში ვიხილავთ
The Cure - რობერტ სმიტი Glastonbury-ის ფესტივალზე, 2019 წლის 30 ივნისი. Ian Gavan/Getty Images
The Cure – რობერტ სმიტი Glastonbury-ის ფესტივალზე, 2019 წლის 30 ივნისი.
Ian Gavan/Getty Images

როგორც ჩანს, ხანგრძლივი ლოდინი დასასრულს უახლოვდება. The Cure-მა შესაძლოა 16 წლის შემდეგ პირველი LP-ის გამოცემის თარიღი დაადასტუროს.

კვირის დასაწყისში ბენდმა სოციალურ მედიაში პროფილის ფოტო განაახლა, რამაც გულშემატკივართა შორის აჟიოტაჟი გამოიწვია.

ჯგუფის თაყვანისმცემლებმა ფოსტით დაშიფრული ღია ბარათები მიიღეს, რომელიც ალბომის სახელს და გამოცემის თარიღს აანონსებს. ღია ბარათში რომაული ციფრებით მოცემული წარწერა 2024 წლის 1 ნოემბერს აღნიშნავს, დაშიფრული ტექსტის მიხედვით კი ალბომის სახელწოდება  შესაძლოა Songs of a Lost World  იყოს.

ინგლისურ როკ-ჯგუფ The Cure-ს ბოლო ალბომი სახელწოდებით 4:13 Dream 2008 წელს გამოვიდა. ალბომმა ბილბორდ 200-ში მე-16 ადგილი დაიკავა. გასულ თვეს ჯგუფმა სპეციალური ორმაგი ვინილი გამოუშვა, სადაც  სიმღერების And Nothing Is Forever და I Can Never Say Goodbye ახლებური ვერსიებიც არის ჩაწერილი. სიმღერები 2022 წლის Shows of a Lost World ტურნეს დროს ჩაიწერა და ლეიბლ Naked Vinyl-ის მეშვეობით გამოიცა. აღსანიშნავია, რომ ლეიბლი ეკოლოგიურად სუფთა ჩანაწერებზეა ორიენტირებული, რომელიც გაყიდული ნამუშევრებიდან მიღებულ თანხით კლიმატის საქველმოქმედო ორგანიზაცია Earth Percent-ს ეხმარება. ეს ორგანიზაცია კი ცნობილი მუსიკოსის, ბრაიან ინოს მიერ 2021 წელს დაარსდა.

The Cure-ს ვოკალისტი რობერტ სმიტი წლების განმავლობაში საუბრობდა ინტერვიუებში ახალი ალბომის შესახებ. 2019 წელს Los Angeles Times-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ მომავალი ალბომისთვის სიმღერების დამუშავებას აგრძელებს. 

„ბოლო დროს  დედა, მამა და ძმა დავკარგე, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო და მძიმე გადასატანია. ალბომს უამრავი ატმოსფერული ბგერა აქვს, რომელიც დაშლისკენ არის მიმართული. მინდოდა, ამ მუსიკით ბგერების ფართო დიაპაზონი შემექმნა.” – ამბობდა ინტერვიუში რობერტ სმიტი.

2023 წელს The Cure-ის ბენდის წევრმა როჯერ ო’დონელმა განაცხადა, რომ მას ლიმფომის ძალიან იშვიათი და აგრესიული ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. თითქმის ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ღამის სერენადების“ ფარგლებში იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი სანდრო ნებიერიძესთან ერთად აუდიტორიის წინაშე წარდგება

შემდეგი სტატია

ტროი სივანი და Charli XCX Magnum Beach-ზე 2024 წლის 16 მაისი, საფრანგეთი, კანი Arnold Jerocki/Getty Images

აირჩიეთ კვირის განმავლობაში გამოსული თქვენი ფავორიტი სიმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
მეტი

Super Bowl-ის მუსიკალური შოუს პროდიუსერის თქმით, ჰედლაინერზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯეი ზის ეკუთვნის

ბოლო დღეებია ინტერნეტში აქტიურად განიხილებოდა ის, რომ 2025 წლის Super Bowl მუსიკალურად ლილ უეინს უნდა გაეფორმებინა, რადგან მატჩი ახალ ორლეანში, უეინის მშობლიურ ქალაქში იმართება.
მეტი

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
მეტი