გაიცანით ახალგაზრდა მუსიკოსი – გიორგი მარდალეიშვილი

„ხალხის უმეტესობა, ვინც ამ ინსტრუმენტის შესახებ იცის, მას ალტს უწოდებს, რაც არის რუსული ენიდან შემოღებული სიტყვა და, ჩემი აზრით, სჯობს, ქართულად როგორც ჰქვია, ისე მოვიხსენიოთ – ვიოლა.“
გიორგი მარდალეიშვილი - მუსიკოსი
გიორგი მარდალეიშვილი – მუსიკოსი

გიორგი მარდალეიშვილი წარმატებული ქართველი მუსიკოსია, რომელიც კლასიკურ მუსიკალურ საკრავ ვიოლაზე უკრავს. მუსიკის სამყაროში გიორგიმ ადრეულ ასაკშივე შეაბიჯა, როცა მუსიკალურ ათწლედში თავდაპირველად ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე სცადა ბედი, საბოლოოდ კი ვიოლაზე შეაჩერა არჩევანი. მუსიკოსმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ ნოდარ ჟვანიას ხელმძღვანელობით დაასრულა და 2022 წელს ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში (MDW), ჩააბარა.

კარიერის განმავლობაში გიორგი მარდალეიშვილს არაერთი წარმატება ჰქონია. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მუსიკოსი, თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრთან და საქართველოს ფილარმონიულ ორკესტრთან, მონაწილეა მრავალი კონცერტისა თუ ფესტივალის, როგორც სოლისტის, ასევე კამერული ანსამბლის წევრის სტატუსით.

გიორგი მარდალეიშვილი - მუსიკოსი
გიორგი მარდალეიშვილი – მუსიკოსი

აღსანიშნავია რომ გიორგი მარდალეიშვილი წინანდლის ფესტივალთან 2019 წლიდან, მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის (PCYO) მთავარი ვიოლისტია.  მას ჰქონდა პატივი, ემუშავა ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან ჯანანდრეა ნოზედა, ლაჰავ შანი, მანფრედ ჰონეკი, შარლზ დიუტუა, ვასილი პეტრენკო, იუკა-პეკა სარასტე და სხვები.

გიორგი არის რამდენიმე მუსიკალური კონკურსის პრიზიორი, მათ შორის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში მეორე ადგილის მფლობელი (2018) და მე-7 ქართული ეროვნული მუსიკალური კონკურსის დიპლომანტი (2019).

გიორგი მარდალეიშვილი – მუსიკოსი

2024 წელს გიორგის წილად ხვდა პატივი, დასახელებულიყო ლიზა ბათიაშვილის ფონდის ახალგაზრდა ხელოვანად, რის მეშვეობითაც მან კონცერტები გამართა მთელს ევროპაში და დაუკრა ისეთ დარბაზებში, როგორიცაა ბერლინის ფილარმონია.

ნახეთ ბილბორდ საქართველოს ინტერვიუ ახალგაზრდა წარმატებულ არტისტ გიორგი მარდალეიშვილთან:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bubblepuff – Mechanical Rainbow ახალ სიმღერას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

მილანის მოდის კვირეულზე მადონა დაესწრო  Dolce & Gabbana-ს ჩვენებას, რომლის შთაგონება მომღერლის 90-იანი წლების სტილი იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

50 Cent-ის მიერ დაანონსებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც Diddy-ს წინააღმდეგ ბრალდებებს ეხება, Netflix-ზე გამოვა

50 Cent-ისა და რეჟისორის თქმით, ფილმი მათ სათქმელს იტყვის, ვისი ხმაც აქამდე არავის ესმოდა.
მეტი