Måneskin-ის დამიანო დავიდმა Billboard-თან თავის ახალ სოლო სიმღერაზე ისაუბრა

„ეს სიმღერა ჩემთვის განსაკუთრებულია. ხანდახან სიმღერა გესმის და ფიქრობ, ღმერთო ჩემო, ის ჩემს შესახებ ჰყვება”.
დამიანო დავიდი. ფოტო: Petros

Måneskin-ის ვოკალისტმა დამიანო დავიდმა პირველი სოლო პროექტი წარადგინა. სოლო შემსრულებლის ამპლუაში მომღერალმა სიმღერა სახელწოდებით Silverlines გამოაქვეყნა. ტრეკის პროდიუსერი ინგლისელი რეპერი და სიმღერების ავტორი ლი მაკენზია, რომელსაც მსმენელი Labrinth-ის სახელით იცნობს. 

იტალიელმა არტისტმა  ნამუშევარზე Billboard-თან ისაუბრა.

„ეს სიმღერა ჩემთვის განსაკუთრებულია. ხანდახან სიმღერა გესმის და ფიქრობ, ღმერთო ჩემო, ის ჩემს შესახებ ჰყვება. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ასეთ დიდ არტისტთან ერთად მემუშავა სიმღერაზე, რომელიც ჩემს ამბავს გადმოსცემს,” – აღნიშნა დამიანო დავიდმა. 

დავიდის თქმით, სიმღერის ავტორი სარა ჰადსონი ტრეკზე Labrinth-თან ერთად მუშაობდა, როცა მოუვიდა იდეა, რომ კოლაბორაციისათვის მას დაკავშირებოდა.  Labrinth არის არტისტი, რომელიც თანამშრომლობს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ბოლი აილიში, The Weeknd, ნიკი მინაჟი და სხვა. 

დამიანო დავიდის თქმით, ეს სიმღერა მისთვის ზუსტად ის გამდგა, რასაც იმედოვნებდა და საკუთარი ფაქიზი მხარის ჩვენების შესაძლებლობა მიეცა. მომღერლის თქმით, ყოველთვის, როცა ამ სიმღერაზე ფიქრობს, აღფრთოვანებას ვერ მალავს. 

დავიდმა ასევე ახსნა მიზეზი, თუ რატომ არასდროს უჩვენებია  Måneskin-ის მუსიკაში სენტიმენტალური მხარე – მას სურდა, ბენდის ძლიერი იდენტობისათვის ეცა პატივი. არტისტის თქმით, Måneskin-ის წარმატება სწორედ ამ იდენტობამ და იმიჯმა განსაზღვრა. 

დამიანო დავიდი 2024  წლის დასაწყისში ლოს-ანჯელესში გადავიდა. მომღერლის თქმით, რამდენიმე თვე საკუთარი თავის შესწავლას და პრიორიტეტების დალაგებას დაუთმო. „რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე და პერსონალურ ზრდაზე ბევრი ვიმუშავე. რაღაცები ჩემი ცხოვრებიდან მოვკვეთე და ახალი, ჯანმრთელი და მეტად ლამაზი დეტალებით შევცვალე ისინი. ფიქრობ, ახლა ყველაფერი უკეთაა,” – ამბობს მუსიკოსი. 

Silverlines მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა, რომლის რეჟისურა ეკუთვნის ხელოვანს, ფსევდონიმით Nono + Rodrigo. სოლო შემსრულებლის ამპლუაში დამიანო დავიდისათვის საინტერესოა შემოქმედებითი მომავალი, რომელიც ახალი ჰორიზონტების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. არტისტის თქმით, მისთვის ჩარტების ლიდერ პოზიციაზე მოხვედრა მთავარი პრიორიტეტი  არ არის. „არ ვამბობ, რომ მუსიკალური ჩარტები ჩემთვის არაფერს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის – ყველასთვის ბევრ რამეს ნიშნავს. მაგრამ ამავდროულად, ამ სიმღერის მიზანი ჩარტების წამყვან პოზიციებზე მოხვედრა არ არის.  საკუთარი თავი მსოფლიოს წარვუდგინე და არ ველი, რომ პირველივე დღიდან პირველობა უნდა მოვიპოვო. სინამდვილეში, არც არასდროს ველი, რომ პირველი ვიქნები. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობები მომეცა და შედეგი აუცილებლად დადგება,” – თქვა Billboard-თან ინტერვიუში დამიანო დავიდმა. 

ნახეთ დამიანო დავიდის სოლო სიმღერა Silverlines და მასზე გადაღებული კლიპი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი” იხსნება

შემდეგი სტატია

კანიე უესტი ალბომ Vultures 1-ის კონცერტის დროს, 2024 წლის 14 მარტი Scott Dudelson/Getty Images

კანიე უესტი ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი