ანდრეა ბოჩელის ინკლუზიური ჩართულობისთვის ჯილდო გადაეცემა

ჯილდოს Ruderman-ის ფონდი აწესებს, რომელიც წარსულში სელენა გომესს, ევა ლონგორიას, ტარაჯი პ. ჰენსონს და ძმებ ფარელებს აქვთ მიღებული
ანდრეა ბოჩელი Andrea Bocelli Foundation
ანდრეა ბოჩელი
Andrea Bocelli Foundation

ანდრეა ბოჩელის ინკლუზიური  ჩართულობისთვის დაწესებული ჯილდო გადაეცემა. პრიზი, რომელსაც Ruderman-ის ოჯახის ფონდი გასცემს, იტალიელ ტენორს როგორც მისი მუსიკალური კარიერისთვის, ასევე საქველმოქმედო საქმიანობისთვის გადაეცემა. ანდრეა ბოჩელი ჯილდოს 2024 წლის საშობაო ტურნეს დროს, ბოსტონში ჩასვლისას მიიღებს. 

„ეს არის ჩემი პირადი გზა, მუსიკალური კარიერა და საქველმოქმედო პროექტები. მე ყოველთვის ვანიჭებდი პრიორიტეტს მათ, ვისაც არ მიუწვდება ხმა ყველგან. მსურს დავუბრუნო სამყაროს ყველა სიკეთე, რათა საზოგადოების ამ წევრებმაც დაინახონ  სამყაროს დადებითი მხარე და სილამაზე.  ჩემთვის დიდი პატივია Ruderman-ის ფონდის ჯილდოს მიღება ორგანიზაციისგან, რომელიც როგორც სიტყვით, ასევე საქმით იზიარებს ჩემს მსოფლმხედველობას. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას უკეთესი სამყაროს ასაშენებლად“, – ნათქვამია ბოჩელის განცხადებაში.

ანდრეა ბოჩელის ფონდი ABF, ადგილობრივ პარტნიორ ფონდ St. Luc-თან ერთად, უკვე დაეხმარა ჰაიტიში რამდენიმე სკოლის აღდგენაში, რაც ყოველდღიურად 3,500-ზე მეტ მოსწავლეს განათლების მიღების საშუალებას აძლევს.

ანდრეა ბოჩელის ფონდმა 2011 წელიდან 70 მილიონი ევრო შეაგროვა, დააფინანსა 10 სკოლა ჰაიტისა და იტალიაში და 400 000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესა საცხოვრებელი პირობები. 

„როგორც მუსიკალურ კარიერაში, ასევე საქველმოქმედო საქმიანობაში, ანდრეა ბოჩელიმ დაამტკიცა, რომ შეუპოვრობით შეგვიძლია ყველაზე ამბიციურ მიზნებსა და ოცნებებს მივაღწიოთ“, – თქვა ჯეი რუდერმანმა, Ruderman-ის ფონდის  პრეზიდენტმა.

Ruderman-ის ოჯახის ფონდი მეათე წელია მორტონ ე. რუდერმანის პატივსაცემად შეიქმნა. წარსულში ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ ოსკაროსანი მსახიობი მარლი მატლინი, ყოფილი სენატორი ტომ ჰარკინი და კინო-მოღვაწეები პიტერ და ბობი ფარელები. 

ჯილდოს მფლობელები არიან ასევე მსახიობი ევა ლონგორია, სელენა გომესი, NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის ხუთგზის მონაწილე კევინ ლავი, ოსკარზე ნომინირებული მსახიობი ტარაჯი პ. ჰენსონი და ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ფელპსი.

მსოფლიოში ცნობილ ტენორ ანდრეა ბოჩელის ბილბორდ 200-ის ჩარტში ცხრა ტოპ-10 ალბომი აქვს, მათ შორის ალბომი Si, რომელმაც 2018 წლის ნოემბერში პირველი ადგილი დაიკავა. 

ბილბორდ100-ში ანდრეა ბოჩელის ერთადერთი ჰიტია შესული, რომელიც  2010 წელს მერი ჯეი ბლაიჯთან თანამშრომლობით შეიქმნა. სიმღერა 1970 წლის კლასიკური ჰიტის, Bridge Over Troubled Water-ის ახლებური ვერსიაა.

მიუხედავად ხუთგზის ნომინანტობისა, ანდრეა ბოჩელის ჯერ გრემი არ მიუღია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონა 2023 წლის 15 ოქტომბერს, ლონდონში, The O2-ს სტადიონზე. ფოტო: კევინ მაზური

მადონა და სელენა გომესი ფილმ Emilia Pérez-ის წვეულებას დაესწრნენ

შემდეგი სტატია

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი
ჯინ ჰეკმენი და ბეტსი არაკავა 2003 წლის 19 იანვარი, ქროს გლობუსის მე-60 დაჯილდოება. Kevin Winter/Getty Images

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს

95 წლის ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი 64 წლის მეუღლე ბეტსი არაკავა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა-ფეში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მეტი