თუფაქ შაკურის ოჯახმა რეპერის მკვლელობასთან Diddy-ს კავშირის დასადგენად დეტექტივების გუნდი დაიქირავა

შაკური 25 წლის იყო, როდესაც ლას-ვეგასში მანქანით გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
თუფაქ შაკური. ფოტო: Bob Berg/GI

გარდაცვლილი თუფაქ შაკურის ოჯახმა ნიუ-იორკელი ადვოკატი, ალექს სპირო და მისი გუნდი დაიქირავა, რათა გამოიძიოს სავარაუდო კავშირი რეპერის მკვლელობასა და შონ კომბსს შორის. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალ Billboard-ს დაუდასტურეს. 

შაკური 25 წლის იყო, როდესაც ლას-ვეგასში მანქანით გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ლეგენდარული რეპერი მიღებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა. შემთხვევა 1996 წლის 13 სექტემბერს მოხდა, 2023 წლის სექტემბერში კი თუფაქის მკვლელობის საქმეზე დააკავეს დუეინ დევისი, რომელიც წარსულში შეიარაღებული ბანდის ლიდერი იყო. მას მკვლელობის ერთ ეპიზოდში იარაღით სასიკვდილო თავდასხმაში დასდეს ბრალი. დევისის სასამართლო პროცესი 2025 წლის მარტში დაიწყება, მანამდე კი დევისმა განაცხადა, რომ კომბსმა მას 1 მილიონი დოლარი შესთავაზა შაკურის მოკვლისთვის.

ამის შემდეგ Diddy-სა და თუფაქის მკვლელობასთან სავარაუდო კავშირზე სოციალურ მედიაში უამრავი ადამიანი ალაპარაკდა. მსგავსი თეორიის კავშირი იკვეთება ემინემის 2024 წლის ტრეკში Fuel, რომელიც რეპერმა JID-თან კოლაბორაციით ჩაწერა. ტექსტში ემინემი ამბობს, რომ Notorious B.I.G.-ის სიკვდილი თუფაქის მკვლელობის დომინოს ეფექტი იყო. ამავე ტექსტში ემინემი ახსენებს Diddy-ს და სვამს კითხვას, აიღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას. 

ჯერ კიდევ 2008 წელს, Diddy-მ უარყო თუფაქის თავდასხმასთან რაიმე კავშირი. „ეს სიცრუეა,” – განაცხადა შონ კომბსმა Los Angeles Times-ის სტატიის შემდეგ, სადაც დაიწერა, რომ Diddy-სთან ასოცირებული პირები იყვნენ თუფაქ შაკურზე თავდასხმის ორგანიზატორები. „არც მე და არც Notorious B.I.G.-ს  არ გვქონია რაიმე ინფორმაცია თავდასხმის შესახებ არც შემთხვევამდე, არც მისი მიმდინარეობის დროს და არც მის შემდეგ. მე შოკირებული ვარ, რომ ლოს Los Angeles Times ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა და ასეთი უსაფუძვლო და სრულიად მცდარი ისტორია გამოაქვეყნა,” – აღნიშნა Diddy-მ. 

ერთ დროს მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურა შონ კომბსს გასულ თვეს ფედერალურმა ბიურომ სხვადასხვა ბრალდება წაუყენა. მას ტრეფიკინგსა და დანაშაულებრივი ქსელის შექმნა ედება ბრალად.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რატომ შეიძლება იყოს კენდრიკ ლამარის Not Like Us გრემის დაჯილდოების ერთ-ერთი აქტუალური ნომინანტი

შემდეგი სტატია

ფესტივალი, სადაც მუსიკა დიპლომატიას ხვდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი