ჟანრობრივად მრავალფეროვანი ალბომები, რომლებსაც, სავარაუდოდ, გრემის ნომინანტებად ვიხილავთ

ასევე შესაძლებელია, რომ 2025 წლის გრემიზე ერთმანეთს The Beatles და The Rolling Stones დაუპირისპირდნენ.
ბიონსე. ფოტო: Blair Caldwell

გრემის დაჯილდოება ხშირად ითვალისწინებს არტისტის სურვილებს, თუ როგორ სურს, რომ მისი ალბომი იქნას წარდგენილი. ამის მაგალითია წლევანდელი პრეცედენტიც, რაც იმას გულისხმობს, რომ ბიონსე Cowboy Carter-ით საუკეთესო ქანთრის ალბომის კატეგორიაში იბრძოლებს, დოლი პარტონის Rockstar კი საუკეთესო როკ ალბომის კატეგორიაში. 

შესაძლოა, ორივე ალბომი საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის კატეგორიაში მოხვედრილიყო, მაგრამ გრემიმ არტისტების განზრახვები და სურვილები გაითვალისწინა. 

ხშირად ხდება ისე, რომ ესა თუ ის ალბომი ორი ან მეტი ჟანრის კატეგორიაში ჯდება. ეს მომავალში უფრო და უფრო ხშირი იქნება, რადგან არტისტები სულ უფრო მეტად სცდებიან თავიანთი ჟანრის ჩარჩოებს. ასეთ შემთხვევებში ხმისჩამწერი აკადემიის შესარჩევი კომიტეტი ცდილობს, ალბომი ყველაზე შესაფერის კატეგორიაში მოახვედროს.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ალბომს, რომელთა ჟანრობრივი კატეგორიებიც ნაკლებად გამოკვეთილია:

ჯიმი ბაფეტის ბოლო სტუდიური ალბომი Equal Strain on All Parts ამერიკული მუსიკის ჟანრის საუკეთესო ალბომის კატეგორიაშია წარდგენილი და არა საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის. ბაფეტი 2023 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

ჩარლი XCX-ის მეექვსე სტუდიური ალბომი brat საუკეთესო ცეკვის/ელექტრონული ალბომის კატეგორიაშია წარდგენილი და არა საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის.

Doja Cat-ის Scarlet 2 Claude, რომელიც მისი მეოთხე სტუდიური ალბომის,  Scarlet-ის ხელახალი გამოცემაა, საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაშია წარდგენილი და არა საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის.

Twisters: The Album წარდგენილია კატეგორიაში „საუკეთესო კომპილაციური საუნდტრეკი ვიზუალური მედიისთვის“ და არა საუკეთესო ქანთრი ალბომის კატეგორიაში.

სამი ლათინური ალბომი, რომლებიც Billboard 200-ის ტოპ 10-ში მოხვდნენ, სხვადასხვა კატეგორიაშია წარდგენილი. Bad Bunny-ს Nadie Sabe Lo Que Va a Pasar Mañana საუკეთესო ლათინური ურბანული ალბომის კატეგორიაშია წარდგენილი, კალი უჩის ჩანაწერი Orquídeas საუკეთესო ლათინური პოპ ალბომის კატეგორიაში დასახელდა, პესო პლუმას  Éxodo კი მექსიკური მუსიკის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში. 

რამდენიმე ტოპ 10 ალბომი შესარჩევი კომისიის ეტაპზე  საერთოდ არ იყო წარდგენილი, მათ შორის ზაკ ბრაიანის The Great American Bar Scene, დრეიკის  For All the Dogs და ედ შირანის Autumn Variations.

Travis Scott-ის Days Before Rodeo გრემის შესარჩევი ტურისათვის ვალიდური არ არის, რადგან თავდაპირველი მიქსტეიპი არტისტის SoundCloud-ის ანგარიშზე დამოუკიდებლად  გამოვიდა ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, The Beatles და The Rolling Stones შესაძლოა გრემიზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ორივე ლეგენდარული ჯგუფი საუკეთესო როკ შესრულების კატეგორიაში წარსადგენად განიხილება. The Beatles შესაძლოა ნომინაციაში მოხვდეს სიმღერით Now and Then და The Rolling Stones ‘ სიმღერით Sweet Sounds of Heaven, რომელსაც ბენდი ლედი გაგასთან ერთად ასრულებს. თუ ორივე ჯგუფი საბოლოო ნომინაციას მიიღებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ერთმანეთს გრემიზე დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ადრე, როდესაც  ჯგუფები პოპულარობის ზენიტში იყვნენ, გრემი თავისი ნომინაციებით როკ-მუსიკას არ მოიცავდა. 

ნომინანტების  შესარჩევად პირველი ტურის ხმის მიცემა 4 ოქტომბერს დაიწყო. ამომრჩევლებს 15 ოქტომბრამდე აქვთ დრო, რომ პირველი ტურის ფარგლებში თავისი  არჩევანი გააკეთონ. ნომინაციები 8 ნოემბერს გამოცხადდება. ე.წ. შორტლისტისათვის  ხმის მიცემა 12 დეკემბრიდან 3 იანვრამდე გაგრძელდება. გრემის ცერემონია  2 თებერვალს, ლოს-ანჯელესში,  Crypto.com Arena-ზე გაიმართება, სადაც გამარჯვებულები საზეიმოდ გამოცხადდებიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფესტივალი, სადაც მუსიკა დიპლომატიას ხვდება

შემდეგი სტატია

Diddy-ს დედა თავის ვაჟს იცავს: „ის არ არის მონსტრი, რომელიც მისგან შექმნეს”

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი