ლექსო რატიანის ახალი სიმღერა

სიმღერა „დამტოვე მარტო” მუსიკალურ პლატფორმებზე შეგიძლიათ მოისმინოთ
ლექსო რატიანი „დამტოვე მარტო" © შიო ხიდაშელი
ლექსო რატიანი „დამტოვე მარტო”
© შიო ხიდაშელი

ლექსო რატიანის ახალი ვიდეოკლიპი „დამტოვე მარტო” მუსიკალურ პლატფორმებზე 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ის თემატურად ჩახლართულ ურთიერთობებს, მიჯაჭვულობას და დაკარგვის შიშს უკავშირდება.

ლექსო რატიანი – მუსიკოსი

„დამტოვე მარტო“ დაახლოებით ორი წლის წინ აკუსტიკურ გიტარაზე დავწერე. ერთი წლის წინ კი ჩანაწერზე მუშაობა დავიწყე და პირველი დემო გავაკეთე. ეს ჩემთვის ციფრულ სამყაროში მუშაობის ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო. შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ეს სიმღერა სტუდიაში ჩამეწერა და ამაში მეგობრები დავიხმარე. ჩანაწერში მოისმენთ არჩიბალდ შიოშვილის დრამს, დავით გოგისვანიძის ბას-გიტარას, თორნიკე ჯაფიაშვილის სინთეზატორებს და მარიამ უსანეთაშვილის ვოკალს. კლიპზე მუშაობა გაზაფხულის ბოლოს დავიწყეთ. თავდაპირველი იდეა მე, შიო ხიდაშელს და ეკა დარსაველიძეს გაგვიჩნდა. შემდეგ პატარა გადამღები ჯგუფი შევკარით და ეს ვიდეოკლიპი ივნისში გადავიღეთ. ვეცადეთ, რომ კლიპს და მუსიკას საერთო ამბავი მოეყოლათ და ეს ამბავი ჩახლართულ ურთიერთობებზეა, ისეთებზე, სადაც მიჯაჭვულობისა და მარტოდ დარჩენის შიში ერთმანეთს გაუჩერებლად ენაცვლება. საბოლოოდ ეს გამოვიდა, რაც გამოვიდა.”

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ლექსო რატიანი ამჟამად ახალ ბენდთან ერთად საკონცერტო პროგრამაზე მუშაობს. 

ნახეთ ლექსო რატიანის ვიდეოკლიპი სახელწოდებით „დამტოვე მარტო”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები – კლუბში KHIDI აუდიო-ვიზუალური ღონისძიება გაიმართება

შემდეგი სტატია

2025 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი