ნახეთ „ბილბორდის” ლათინური მუსიკის დაჯილდოების გამარჯვებულები

ცერემონია კვირას „ტელემუნდოს” ეთერით გადაიცა.
ხავი „ბილბორდის” 2024 წლის ლათნური მუსიკის დაჯილდოებაზე

კეროლ ჯი მთავარი ტრიუმფატორი გახდა „ბილბორდის” 2024 წლის ლათინური მუსიკის დაჯილდოებაზე. მუსიკოსმა რვა ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის Global 200-ის წლის ლათინო არტისტისა და წლის ტურნეს ნომინაციებში. ხოლო მისმა სიმღერამ Qlona, რომელსაც ის Peso Pluma-სთან ერთად ასრულებს, წლის ყველაზე ცხელი ლათინური სიმღერის, ასევე ვოკალური შესრულებისა და წლის სტრიმინგ სიმღერის კატეგორიები მოიგო. 

ექვსი ჯილდო დაიმსახურა Bad Bunny-მ, მათ შორის არის წლის არტისტის წოდება. მისი ალბომი Nadie Sabe lo que Va a Pasar Mañana წლის ტოპ ლათინურ ალბომად და საუკეთესო ლათინურ რიტმულ ალბომად დასახელდა. მისმა სიმღერამ Mónaco კი წლის ყველაზე გაყიდვადი სიმღერის ნომინაცია მოიგო. 

ასევე 6 ნომინაციაში გაიმარჯვა Peso Pluma-მაც. კეროლ ჯისთან ერთად მოგებული კატეგორიების გარდა, მას ერგო ცხელი ლათინური სიმღერების მამაკაცი არტისტის, წლის მექსიკელი სოლო არტისტისა და წლის კომპოზიტორის ტიტულები.

სამი მთავარი გამარჯვებულიდან დაჯილდოების ცერემონიას არც ერთი არ ესწრებოდა. დარბაზში იმყოფებოდა მექსიკური ბენდი Fuerza Regida, რომელმაც ოთხი ჯილდო დაიმსახურა. „მადლობა იმისთვის, რომ მუდამ მხარს გვიჭერთ,” – აღნიშნეს ჯგუფის წევრებმა სამადლობელ სიტყვაში. 

დაჯილდოებას ასევე ესწრებოდა ხავი, რომელსაც წლის ახალი არტისტის ჯილდო გადაეცა. „ვერ ვიჯერებ. აღტაცებული ვიყავი, როცა ამირჩიეს და ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მხარს გვიჭერდა და დასაწყისიდანვე სჯეროდა ჩვენი,” – თქვა ახალგაზრდა მექსიკელმა ვარსკვლავმა.

„ბილბორდის” ყოველწლიური დაჯილდოების 31-ე ცერემონიას კარმენ ვილიალობოსი და დანილო კარერა უძღვებოდნენ. ღონისძიება „ტელემუნდოს” ეთერით გადაიცემოდა. დაჯილდოება ლუის ალფონსოს გამოსვლით გაიხსნა, რომელმაც ჰიტები Tequila con Cerveza და Chismofilia შეასრულა.

„ბილბორდის” ლათინური მუსიკის დაჯილდოება ერთადერთია, რომელიც პატივს მიაგებს ლათინური მუსიკის ყველაზე პოპულარულ არტისტებს, ალბომებს, სიმღერებსა და გამოსვლებს, „ბილბორდის” ყოველკვირეული ჩარტების საფუძველზე.  წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს 49 ნომინაციას სხვადასხვა ჟანრში, დაწყებული ლათინური პოპითა და ლათინური რიტმით, დასრულებული რეგიონული მექსიკური კატეგორიით. 

ნომინაციებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი