ვირტუოზი მევიოლინე გიდონ კრემერი თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს

კონცერტი 7 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.
ფოტო: თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი

სახელგანთქმული მევიოლინე გიდონ კრემერი ქართველი მსმენელის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება. 7 ნოემბერს კრემერი კონცერტს თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართავს. კონცერტს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს.

ლეგენდარულ მევიოლინეს გია ყანჩელთან დიდი ხნის მეგობრობა და შემოქმედებითი საქმიანობა აკავშირებდა. თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი კი სწორედ მაესტრო გია ყანჩელის სახელს ატარებს, შესაბამისად, ორკესტრისთვის ამ კონცერტს დიდი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ მაესტრო კრემერი იყო გია ყანჩელის ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი და მასვე ეკუთვნის მისი არაერთი სავიოლინო თხზულების პირველი ჩანაწერი.

რაც შეეხება კონცერტის პროგრამას, პირველ განყოფილებაში შესრულდება გია ყანჩელის Twilight და შუბერტის პოლონეზი. სოლისტები იქნებიან გიდონ კრემერი და მადარა პეტერსონე, ხოლო მეორე განყოფილებაში შესრულდება ვაინბერგის სავიოლინო კონცერტი.

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ორკვირიანი ტურნედან, სადაც ქართული და გერმანული მუსიკის პროგრამით წარდგა მსმენელის წინაშე. ორკესტრმა კონცერტები გამართა ისეთ ხელოვანებთან, როგორებიც არიან ვერიკო ჭუმბურიძე, ისაკ რიხარდსონი და ლიზი ნამჩევაძე. ტურნეს ფარგლებში ორკესტრმა ასევე ითანამშრომლა გერმანიის წამყვან ცეკვის აკადემიასთან, სახელწოდებით Eurithmeum Stuttgart. შვიდი კონცერტი გაიმართა გერმანიასა და შვეიცარიაში, მათ შორის ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა: შტუტგარტის Liederhalle, ბერლინის Admiralspalast და დორნახის Goetheanum. 

აღსანიშნავია, რომ ორკესტრისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იყო 2024 წლის სეზონი, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური საღამო ჩატარდა. მათ შორის არის: თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მაესტრო პაავო იარვისთან ერთად; International Piano Masters ლუი შვიცგებელთან და დათუნა ალადაშვილთან ერთად; ასევე დებიუტი „წინანდლის ფესტივალზე” მაესტრო კლაუდიო ვანდელისთან და პიანისტ ბრიუს ლიუსთან ერთად.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონამ კამალა ჰარისს საჯაროდ დაუჭირა მხარი

შემდეგი სტატია

Ace of Base Paul Bergen/Redferns/Getty Images

შვედურ პოპ-ჯგუფ Ace of Base-ის შესახებ  დოკუმენტური სერიალი გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი